1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ინტერპოლის მიერ ძებნილი ე.წ. კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი გურამ ჩიხლაძე იგივე „ჩრდილი“ მასშტაბური სპეცოპერაციის დროს თურქეთში დააკავეს.
სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩიხლაძე რუსეთსა და აზერბაიჯანში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ჩიხლაძეს რუსეთი წითელი ცირკულარით ეძებდა, მოსკოვში ჩადენილი მკვლელობების და სხვადასხვა ჩადენილი დანაშაულების გამო.
თურქული მედიის ცნობით, ჩიხლაძე, რომელიც მანამდე თურქეთში ორჯერ იყო დაკავებული და დეპორტირებული, სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს და პოლიციაში პროცედურების შემდეგ დააკავეს.
ასევე ნახეთ:
⇒ ლუკა ლაცაბიძის ძებნის ოპერაციისას, თბილისის ზღვაში სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს
⇒ ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
⇒ ცნობილი ხდება მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების ვერსია