მკვლელი კვალს პომადით ტოვებდა - უილიამ ჰეირენსის საქმის დეტალები

სერიული მკვლელი

უილიამ ჰეირენსი, ცნობილია როგორც „პომადის მკვლელი“ - მან 1946 წელს აღიარა სამი საზარელი მკვლელობა ჩიკაგოში და შემდეგ მთელი ცხოვრება - 65 წელზე მეტი - ციხეში გაატარა.

პირველად ჰეირენსის მკვლელობის შესახებ 1945 წელს გახდა ცნობილი, ორი ქალის, ჯოზეფინ როსისა და ფრენსის ბრაუნის ცალ-ცალკე მკვლელობის შედეგად. მეორე მკვლელობის ადგილზე, ტუჩსაცხით კედელზე დატოვებული იყო შემდეგი წარწერა: „ღვთის გულისთვის, დამიჭირე სანამ მეტს მოვკლავ. მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს”.

ფრენსის ბრაუნის მკვლელობიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 1946 წლის 7 იანვარს, 6 წლის გოგონა გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მკვლელმა ის დაახრჩო და ცხედარი ახლომდებარე შენობის სარდაფში გადაიტანა, სადაც გოგონას სხეული დაანაწევრა. მისი თავი კანალიზაციაში იპოვეს, სხეულის სხვა ნაწილები კი მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. მედიამ მკვლელობას საუკუნის დანაშაული უწოდა.

თითქმის ექვსი თვის შემდეგ, მისტერ ჰეირენსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ქურდობისთვის დააკავეს. პოლიციამ მკვლელობისთვის ბრალი მას თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ წაუყენა. მისტერ ჰეირენსმა აღიარა დეგნანის მკვლელობა.

მისტერ ჰეირენსი ამბობდა, რომ ციხეში სცემეს და ჩვენების მიცემა აიძულეს. ის აპირებდა  ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე ერთი სამუდამო ვადის სანაცვლოდ. ამის შემდეგ პროკურორებმა უფრო მეტი მტკიცებულებები შეაგროვეს. ჰეირენსის თქმით, მსგავს ჩვენებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ სიკვდილით დასჯა აეცილებინა თავიდან. 2002 წელს შეწყალების ერთ-ერთ შუამდგომლობაში, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში „პროკურატურის გადაცდომა იყო“. სრულად