დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უილიამ ჰეირენსი, ცნობილია როგორც „პომადის მკვლელი“ - მან 1946 წელს აღიარა სამი საზარელი მკვლელობა ჩიკაგოში და შემდეგ მთელი ცხოვრება - 65 წელზე მეტი - ციხეში გაატარა.
პირველად ჰეირენსის მკვლელობის შესახებ 1945 წელს გახდა ცნობილი, ორი ქალის, ჯოზეფინ როსისა და ფრენსის ბრაუნის ცალ-ცალკე მკვლელობის შედეგად. მეორე მკვლელობის ადგილზე, ტუჩსაცხით კედელზე დატოვებული იყო შემდეგი წარწერა: „ღვთის გულისთვის, დამიჭირე სანამ მეტს მოვკლავ. მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თავს”.
ფრენსის ბრაუნის მკვლელობიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 1946 წლის 7 იანვარს, 6 წლის გოგონა გაუჩინარდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მკვლელმა ის დაახრჩო და ცხედარი ახლომდებარე შენობის სარდაფში გადაიტანა, სადაც გოგონას სხეული დაანაწევრა. მისი თავი კანალიზაციაში იპოვეს, სხეულის სხვა ნაწილები კი მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. მედიამ მკვლელობას საუკუნის დანაშაული უწოდა.
თითქმის ექვსი თვის შემდეგ, მისტერ ჰეირენსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტში ქურდობისთვის დააკავეს. პოლიციამ მკვლელობისთვის ბრალი მას თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ წაუყენა. მისტერ ჰეირენსმა აღიარა დეგნანის მკვლელობა.
მისტერ ჰეირენსი ამბობდა, რომ ციხეში სცემეს და ჩვენების მიცემა აიძულეს. ის აპირებდა ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე ერთი სამუდამო ვადის სანაცვლოდ. ამის შემდეგ პროკურორებმა უფრო მეტი მტკიცებულებები შეაგროვეს. ჰეირენსის თქმით, მსგავს ჩვენებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ სიკვდილით დასჯა აეცილებინა თავიდან. 2002 წელს შეწყალების ერთ-ერთ შუამდგომლობაში, მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში „პროკურატურის გადაცდომა იყო“.
ბავშვობა და ოჯახი
უილიამ ჯორჯ ჰეირენსი 1928 წლის 15 ნოემბერს, ევანსტონში დაიბადა. მამამისს ყვავილების ბიზნესი გაუნადგურდა და ოჯახი სიღარიბის ზღვარზე იყო. ინტერვიუებში უილიამი ამბობდა, რომ მისი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ და ის ძარცვავდა სახლებს, რათა მოეხსნა დაძაბულობა, რომელსაც სახლში გრძნობდა. მისი თქმით, მას მოპარული ნივთების გაყიდვა არ უცდია.
ინტერვიუებში მისტერ ჰეირენსმა აღნიშნა კიდევ ერთი ფაქტი - დედამისმა იგი დააჯერა, რომ სექსი ბინძური იყო, ამიტომ როდესაც გოგოს კოცნიდა, მას ცრემლები მოსდიოდა და გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა. მისი თქმით, სახლებში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქალის საცვლებით თამაში იყო.
ამის გამო, ის მოათავსეს რომაული კათოლიკური ახალგაზრდების დაკავების ცენტრში. ის წარჩინებული მოსწავლე აღმოჩნდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ინჟინერიის განხრით.
მას შემდეგ, რაც მისტერ ჰეირენსი ციხეში წავიდა, მისმა მშობლებმა და ძმამ სახელები შეიცვალეს.
ასევე ნახეთ:
„ხის ნატეხი 16-ჯერ ჰქონდა ჩარტყმული..." - სერიული მკვლელის საქმე, რომელიც ცხედრებს ეკლესიაში მალავდა