"მე ვიცი, თქვენ რასაც ეძებთ, ხელი გამოგვიწოდა - შეკრული მუჭა გახსნა და ხელისგულზე ეს მცირე ნატეხი ედო" - ქრისტეს საფლავის ქვის ნატეხის ისტორია

jesus

უკვე იცით, რომ ხატის "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი" მცველები - ზურაბ შიოშვილი და გიორგი ჭოლოკავა ღვთისმშობლის ხატს დრო და დრო გამოაბრძანებენ ხოლმე. ხატმა უამრავი სნეული განკურნა და  ადამიანები მრავალი სასწაულის მომსწრე გახადა. 

მცველები თავიანთ ფეისბუქ გვერდზე სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებენ. ამჯერად გვერდზე "დედოფალი" კიდევ ერთი სიწმინდის ისტორიაზე წერენ.

"ქვის ნატეხი ქრისტეს საფლავისა, რომელიც ჩვენთან ინახება.

ეს ქვა არის შემსწრე აღდგომის უდიდესი სასწაულისა. 2016 წელს იერუსალიმში ჩვენი ვიზიტის პერიოდი დაემთხვა აღდგომის ტაძრის რესტავრაციას. მრავალი ასეული წლის შემდეგ პირველად ხდებოდა, რომ მარმარილოს ფილა უნდა აეხადათ კლდის იმ ლოდისთვის, რომელზეც მაცხოვარი იყო დასვენებული. კუვუკლია გარშემო ჯებირებით იყო შეღობილი და მომლოცველებს ქრისტეს საფლავთან მიახლების საშუალება არ ჰქონდათ. ჩვენ კი გულით გვსურდა, თუნდაც მცირე ნატეხი მაცხოვრის საფლავის ქვისა შეგვხვედროდა, რათა საქართველოში ჩამოგვებრძანებინა და ქართველებს მისი ხილვის საშუალება ჰქონოდათ. ასე ყოველ საღამოს მივდიოდით აღდგომის ტაძარში და ვცდილობდით, როგორმე ეს სურვილი სისრულეში მოგვეყვანა.

ერთ საღამოსაც, როდესაც კუვუკლიას გარს ვუვლიდით, ერთ-ერთმა მცველმა საფლავისა, როგორც ჩანს, გულისხმაჰყო ჩვენი სურვილი, დაგვიძახა და გვეუბნება:

მე ვიცი, თქვენ რასაც ეძებთ, ხელი გამოგვიწოდა - შეკრული მუჭა გახსნა და ხელისგულზე ეს მცირე ნატეხი ედო, ეს მაცხოვრის საფლავის ქვაა შეინახეთ და გაუფრთხილდითო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ასე მოხვდა სხვა მრავალ სიწმინდესთან ერთად ეს დიდი სიწმინდეც ჩვენთან."

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მივხვდი, მაცხოვარმა და ღვთისმშობელმა ნუგეში მომცეს. ხალხს სიხარულის ცრემლი მოსდიოდა..." - რა მოხდა სვეტიცხოველში

"კაცი, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში, მეფურად შემინახა, უღატაკესი ბერი აღმოჩნდა...“ - საოცარი ისტორია

"საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები სხეულსაც. ის აჯანსაღებს სახსრებს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“ - ბერი პაისის სასარგებლო რჩევები მეტანიებზე