ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
როცა მარიამობას საქართველოს ყველა კუთხეში აღნიშნავენ, ეს დღესასწაული ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანში სიმძიმეს, დარდს და სიხარულს ერთდროულად მოიცავს.
სევდანარევი საუფლო დღესასწაული ახლაც კარგად ახსოვთ ადგილობრივებს. ექვსი წლის წინ, იქ სწორედ 28 აგვისტოს საზარელი მკვლელობა მოხდა.
ყარათუბანში დატრიალებულმა ტრაგედიამ, მთელი საქართველო შეძრა. ადგილობრივები ამ ამბავს დღესაც ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ…
მარიამობის სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, სამი ახალგაზრდა, მათ შორის ძმები, ამავე სოფლის მკვიდრმა 44 წლის დავით კუბლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს.
ვაჟა ნარიმანიშვილი 26 წლის იყო, გიორგი და ბაჩუკი სირბილაძეები კი 20 და 24-ის.
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მოკლული ბაჩუკი სირბილაძის ძმა, ბექა (ბორისი) სირბილაძე, რომელიც მკვლელს მკვდარი ეგონა და ე.წ საკონტროლო გასროლა მასზე აღარ მოუხდენია.
მარიამობის დღესასწაულზე, ბუნებაში საქეიფოდ გასული რამდენიმე ახალგაზრდა, უბანში საღამოს დაბრუნდა. ქეიფი იქვე მდებარე შენობაში გაუგრძელებიათ. სწორედ აქ მოხდა უწყინარი შელაპარაკება გარდაცვლილებსა და მკვლელობაში ბრალდებულის შვილს შორის.
სუფრაზე დაწყებული კამათი, ლუდის დასალევად მიმავალ ახალგაზრდებს გზაშიც გაუგრძელებიათ. სწორედ ამ დროს დაურეკავს მამისთვის ერთ-ერთ ახალგაზრდას.
შეიარაღებული დავით კუბლაშვილი ახალგაზრდებს მკვლელობის ადგილას ჩასაფრებული ელოდებოდა. შემზარავი ტრაგედია დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავი იმ ტრაგიკულ დღეს იხსენებს.
„ჯერ შორიდან უსვრია, ოთხივე დაჭრილა და წაქცეულა, რომ მიახლოვებია, ყველასთვის კიდევ ერთხელ ფეხებში უსვრია. მერე სამ ბიჭზე თავში საკონტროლო გასროლა მოუხდენია, მეოთხისთვის რამდენჯერმე დაუშენია წიხლები და რომ არ განძრეულა, აღარ უსვრია. მერე გზაზე ავტომობილი დაუნახავს, იარაღი იქვე მიუგდია და გაქცეულა… ნახევარი სოფელი დაგვღუპა იმ არაადამიანმა.“ – ამბობს ადგილობრივი.
სოფელში გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ. მკვლელობაში ბრალდებულს, პროფესიით იურისტ დავით კუბლაშვილზე კი, რომელიც წლების განმავლობაში ადიგენის საჯარო რეესტრის სერვისცენტრის ეროვნული სააგენტოს უფროსად მუშაობდა, ამბობენ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს, კონფლიქტურობით გამოირჩეოდა.
გარდაცვლილები – ბაჩუკი სირბილაძე და ვაჟა ნარიმანიშვილი, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ახლო მეზობლები იყვნენ.
სოფელში ამბობენ, რომ ტრაგედიის დატრიალებამდე რამდენიმე საათით ადრე, დავით კუბლაშვილი, მოკლული ბაჩუკის სირბილაძის მამასთან ერთად ქეიფობდა. მათ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონიათ.
გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა სოფელში, ალბათ არასდროს დაავიწყდებათ. 6 წლის შემდეგაც ეს ამბავი აქაურებს კარგად ახსოვთ.