კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
როგორ მოკრძალებულადაც იცხოვრა, ისევე მოკრძალებული სამუდამო განსასვენებელიც თავადვე აირჩია. პანთეონი არასდროს ჰყვარებია და თავისი საფლავი იქ ვერასდროს წარმოედგინა. ამის მყარი არგუმენტიც ჰქონდა. სურდა შვილის გვერდით დაკრძალულიყო და მორჩა!
სიცოცხლის ბოლო თვეები თავის აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა. თითქმის მთელი პანდემიის პერიოდი, მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრობდა. ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გვითხრა, ბოლოს რომ დავურეკე, მითხრა, არ იცი, აქ რა კარგია, შაშვები არიან მხოლოდ. ვირუსის მომტან-მიმტანი არავინაა და ამ შაშვების ყურებით ბედნიერი ვარო.
ბოლო ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, გულის უკმარისობის დიაგნოზით. საკუთარი უკანასკნელი დაბადების დღეც იქ გაატარა. 26 მარტს 82 წელი “ნიუ ჰოსპიტალში” შეუსრულდა.
ორ აპრილს მდგომარეობა დამძიმდა. საკუთარმა მოძღვარმა აზიარა და ჩვენი დროის ფასდაუდებელი კლასიკოსი, რამდენიმე საათში აღესრულა…
ამბობენ, გურამი თავის 22 წლის ვაჟთან ერთად ჩაქრა და გარდაიცვალა, უბრალოდ, ფიზიკურ არსებობას განაგრძობდა ამ წუთისოფელში.
“დიდი ხანია ნატრობდა ამ დღეს – იმ წუთიდან, შვილმკვდარი მამა რომ დაერქვა. მე და ირაკლი მისაღებ გამოცდებზე ერთად გავედით. თვალებით დამამახსოვრდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ გურამ დოჩანაშვილის შვილი იყო. მერე გავიგე უნივერსიტეტის ბაღში რომ შევხვდი… ჩაის სახლის და ლიზიკოს ხაჭაპურის დღეები მახსოვს…
როგორ მშურდა მაშინ, გურამ დოჩანაშვილის შვილი რომ იყო და პირველად მას შეეძლო წაეკითხა, რასაც წერდა, მასთან ესაუბრა… რა გშურს, შენ რომ ცნობილი ჟურნალისტი გახდები, ისეთ ინტერვიუს ჩაგაწერინებ, არავის არ ექნებაო, ასე დამპირდა…
1990 წელს გარდაიცვალა – ზეცა ჩამოიქცა ეს ამბავი რომ გავიგე. მახსოვს, მუხათწყაროში ვიყავი… ვიცი, ბატონი გურამიც მაშინ გარდაიცვალა ირაკლისთან ერთად, უბრალოდ მხოლოდ ახლა გადავიდა სააქაოდან ზეციურ საქართველოში…
არასდროს არ ჩამიწერია მასთან ინტერვიუ, არც მითხოვია – ვერ შევძელი… სულ მეგონა, რომ ირაკლის გარეშე ვერასდროს დაველაპარაკებოდი!
აცხონოს უფალმა – ირაკლი და გურამი!“- წერდა ჟურნალისტი მაკო ფურცელაძე.
"ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა.
ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამ ქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა." -ჰყვებოდა გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ნათელა სეფიაშვილი, ერთ-ერთ ინტერვიუში.
ედმონდ მინაშვილი: – ჩვენ ვუთხარით, მთელი ერი ითხოვს მის დაკრძალვას მთაწმინდაზე. ის მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მთელი საქართველოს კუთვნილებაა-მეთქი. მან გვიპასუხა, ბატონი გურამი თუ მთელ ქვეყანას ეკუთვნის, ამის სანაცვლოდ თავისი ქმნილებები დატოვა და წაიკითხონო. მისი საფლავი სად იქნება, ეს მისი ოჯახის გადასაწყვეტიაო.
შვილის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხანი არ უწერია დიდ მწერალს. თავის საყვარელ საქმეზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული.
ამ ტრაგედიის შემდეგ, უფალმა დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, ქალიშვილის, ქეთევანის შვილი, თინათინ ჭკუასელი, რომელმაც შეძლო, რომ ბაბუასთვის სიცოცხლის გაგრძელების სურვილი მიენიჭებინა.
“უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა”, – ამბობდა გურამ დოჩანაშვილი, რომელმაც სამების ეზოში მდებარე ლავრაში ორი წელი იცხოვრა და იქ მუშაობდა ამ სამტომეულზე.