„ერთხელ მაინც გავბედავ პანთეონში თაბახის ფურცლების აფრიალებას, ოდესმე” – თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძეს შვილიშვილი იხსენებს

gegechkori

თეატრმცოდნე, პროფესორი და პედაგოგი, ნათელა ურუშაძე საზოგადოებას კარგად ახსოვს. მისმა წიგნებმაც ბევრს შეაყვარა თეატრი, შემოგვინახა თეატრის ისტორია და არაერთი ქართველი ხელოვანის სახე.

ნათელა ურუშაძე და გოგი გეგეჭკორი ერთ-ერთი გამორჩეული თეატრალური წყვილი გახლდათ. ერთი მეორის გარეშე, წარმოუდგენელიც კი იყო.

ნათელა ურუშაძე: – ჩვენ როდესაც დავქორწინდით, გოგი თამაშობდა “ბარათაშვილს” და მე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ გავყევი რომანტიკული სულის მქონე პოეტს, მაგრამ გამოხდა ხანი და ეს პოეტი გადაიქცა მეგრულ მგლად “ჭინჭრაქაში”. აქ ერთი შევცბი, მაგრამ მე არ ვიცოდი რა მელოდა, ცოტა ხნის შემდეგ იგივე სცენაზე დაიბადა მკვლელი, რეციდივისტი ტიგრან გულოიანი, რომელიც დღემდე ცოცხლობს სცენაზე.

ერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა ქალმა მიცნო მე და ვერ იცნო გოგი. ის ქალბატონი თეატრსა და კინოში როგორც ჩანს არ დადიოდა, ტელევიზორს კი უყურებდა. კინაღამ გაგიჟდა გოგი. ეს არის წმინდა არტისტული ბუნება. ესენი ხომ ვერ იტანენ ვიღაცამ რომ ვერ იცნოს, რადგან პოპულარობის, ხალხის სიყვარულის მეტი მათ პროფესიიდან ხომ არაფერი რჩებათ.

ნათელას და გოგის ორი შვილი ჰყავდათ, გიორგი და მანანა. მანანა დედის კვალს გაჰყვა და თეატრმცოდნე იყო, გიორგი – მხატვარი.

მანანას ქალიშვილი, ანანო მირიანაშვილი სოციალურ ქსელში ბებიას იხსენებს.

ანანო მირიანაშვილი: – ეს ფოტო ძალიან მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი არასდროს მინახავს. ადრე სულ ვერ წარმომედგინა, ოდესმე ახალგაზრდა თუ იყო.

ხშირად მეუბნებოდა, იცოდე, რომ მოვკვდები და ჩემს საფლავზე მოხვალ, ყვავილები არ მომიტანო, საკანცელარიო ნივთები დამაყარეო. ყვავილებზე მეტად ბლოკნოტები და კალმები უყვარდა.

დღეს მაინც პატარა თაიგული დავდე ბიბას სადლავზე. ქუჩის პირასაა და ცოტა მეუხერხულება საჯაროდ ბლოკნოტების და სკრეპების საფლავზე დაწყობა. მერე ელენე ახვლედიანის საფლავთან მოვედი, სადაც ვერავინ დამინახავდა და ბევრი ვიტირე.

ალბათ, ერთხელ მაინც გავბედავ პანთეონში თაბახის ფურცლების აფრიალებას, ოდესმე.  

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვხედავდი ჩემი ცოლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა… – რეზო ჩხიკვიშვილი

👉   Exclusive: "ჩემთვის უფალთან დაახლოების პერიოდი იყო... რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე"- რუსა მორჩილაძე

👉 „...რამდენი რამე მეტკინა ამას ცალკე, ჩუმად მოგიყვები“- დღეს ზუზუ ბეჟაშვილის დაბადების დღეა