როგორი იქნება 2025 წელი ფინანსურად ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

ასტროლოგი

 როგორი იქნება 2025 წელი ფინანსურად ზოდიაქოს ნიშნებისთვის - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.

 როგორც მან აღნიშნა, მწვანე ხის გველის წელი სხვა გველის წლებთან შედარებით მსუბუქად განვითარდება. გველის წელი ზოგადად ქაოსური და რევოლუციურია, თუმცა მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მწვანე გველის წელი შედარებით უწყინარი და მშვიდი იქნება.

მისივე თქმით, გველის წელი ოფიციალურად 2025 წლის 29 იანვარს, დღის ხუთის ნახევარზე შემოვა და სასურველია ამ დღეს ხალისით შევხვდეთ:

ვერძი

მნიშვნელოვანია დაახლოვდეთ სასტუმროების ინდუსტრიასთან ან ნებისმიერი სახის ბიზნესთან. ასევე შანსები გაქვთ ისტორიასა და ფილოსოფიასთან. გეოლოგიის ფართო სპექტრი და პოეზიაც. თუ თქვენ ხართ საბანკო სექტორში, შეგიძლიათ ფინანსურად და კარიერულად წარმატებულები იყოთ. ეს წელი მეტად სამშობლოში გაატარეთ.

კურო

კუროსთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო კუთხით პროფესია. ჟურნალისტიკა, პრესა და ასევე სარეკლამო სფერო. საგამომცემლო ინდუსტრია და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მოგიხდებათ მეტი გახსნა და მეტი კომუნიკაბელურობის გამოვლენა. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ახლობლებთან.

ტყუპები

თქვენ გაქვთ დიდი შანსი ფინანსური სიძლიერისთვის. მრავალფეროვან სპექტრში გექნებათ საშუალება გამოავლინოთ საკუთარი თავი. მაგალითად საინფორმაციო წყაროებიდან.ასევე საბანკო, ეკონომიკური და სავაჭრო სფეროები. გაქვთ შანსი ფინანსურად უზრუნველყოთ თქვენი ცხოვრება.

კირჩხიბი

წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით იგრძნობთ ცვლილებებს. თქვენთვის კარგი სფეროებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო და კომერციული. ხელოვნების ფართო სპექტრი. სამხედრო სტრუქტურები, საგამოძიებო და უშიშროების სფეროები.

ლომი

2025 წლის მეორე ნახევრიდან თქვენს ზონაში მფარველი ანგელოზი გადმოდის შესაბამისად კარგ ცვლილებებს იგრძნობთ. კარგი წელი გაქვთ ხელოვნების კუთხით. ბუნებით არტისტი ხართ, შესაბამისად თეატრი და კინო თქვენ გითხოვთ. ასევე კარგია თუ იქნებით ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. გამოავლინეთ თქვენი თავი საქველმოქმედო სფეროში.

ქალწული

გაქვთ კარგი პერსპექტივები და შანსები ინფორმაციულ სფეროში, კერძოდ ინფორმატიკაში. ინტერნეტი, აუდიო მობილური, ლოჯისტიკა. შესაძლოა, ძალიან კარგი სამსახური იშოვოთ ზუსტად ამ სფეროებში, რომლებიც დიდ შემოსავალს მოგცემთ. კარგია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებში ჩართვა.

სასწორი

ძალიან კარგი დიპლომატი ხართ. სასწორს აქვს ყველაზე კარგი შანსები პოლიტიკის სფეროში. შესაბამისად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს მოაგვარებთ. ყველა სფერო რომელიც აგრობიზნესს უკავშირდება, ასევე საბანკო-ეკონომიკური და მშენებლობა, იქნება წარმატების მომტანი. ასევე ხელოვნების ფართო სპექტრი, შესანიშნავი სცენარისტი ხართ და პოეტი.

მორიელი

ძალიან საინტერესო პერიოდია ტურიზმისთვის. მეტი იმოგზაურეთ. უცხოელებთან კონტაქტი, შემოსავლის წყაროს გაზრდის ერთ-ერთი შანსია. ასევე კარგია სპორტის სფერო, სადაც ბევრ წარმატებას მიაღწევთ. პოლიტიკის ფართო სპექტრიც წარმატების მომტანი იქნება. ყველა სფერო, რომლებიც სამხედრო სპექტრს ეხება. მშვენიერი დროა შემოქმედების კუთხით.

მშვილდოსანი

ძალიან კარგი წელია საბანკო-ეკონომიკური სავაჭრო კუთხით. ასევე სფეროები, რომლებიც ფილოლოგიისა და ფილოსოფიას უკავშირდება. პერსპექტივა გაქვთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ბონუსების და პრემიების. ასევე დაწინაურების.

თხის რქა

ყველაზე კარგი შანსები გაქვთ ხელოვნებაში. პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, არქიტექტურა კოსმეტიკური საქმიანობა.  ასევე თუ ხართ იურისპრუდენციაში ჩართული სერიოზული პერსპექტივა გაქვთ. ასევე წარმატება გელით სოციოლოგიაში.

მერწყული

საინტერესო პერიოდია მედიცინის კუთხით. შესაძლოა კვლევით სფეროში ახალი აღმოჩენები გააკეთოთ. ასევე კარგია პედაგოგიური სფერო და კომპიუტერული პროგრამები.

თევზები

თქვენთვის ძალიან კარგი იქნება გასართობი სფერო: რესტორანი, ატრაქციონები, პარკები და ლატარია. ბავშვთა გასართობი ცენტრები. ასევე ხელოვნების სფერო - დიზაინი, კოსმეტიკური და პოლიტიკის სფერო. ასევე იურისპუდენციაში.