1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" აუზში ბავშვი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სტუმარი არ იყო. თუმცა ოფიციალურად განცხადება ამის შესახებ არ დასტურდება. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აცხადებს, მოხდა უმძიმესი ტრაგედია და ის მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ არაოფიციალური კომენტარებისგან და ვერსიების გავრცელებისგან.
„პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა...
ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობენ ბანაობას… რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?", - წერს სოციალურ ქსელში მარიამ სურგულაძე.
"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არა ქართველებო?იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით ყველა მეზიზღებით, ყველა"- ასე ეხმაურება პოლიციის მაიორი ხათუნა ნოზაძე ჩაქვში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც 5 წლის ბიჭუნა აუზში დაიხრჩო.
"სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო არა ქართველებო? იმ დედის განწირული ყვირილის მერე აუზში ვინც ჩაწექით ყველა მეზიზღებით, ყველა!1 საერთოდ როგორ არ დატოვეთ ეგ ადგილი და გააგრძელეთ დასვენება, მე მარტო ეგ მიკვირს!!დღეს ეს ინფორმაცია რომ გავიგე მთელი დღე ცუდად ვიყავი და იმ უბედურ დედაზე ვდარდობდიიი.არა რა, გაგვიცივდა ქართველებს ჯიგარი, ერთმანეთი გვეზიზღება და მერე რამე რომ მოხდება საშინელება, გვიკვირს რატომო"-წერს ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
⇒ სასტუმროს ადვოკატი 5 წლის ბიჭის ტრაგიკულად დაღუპვაზე პირველ კომენტარს აკეთებს
⇒ VIDEO: „ადამიანი მაინც მარტოა“ - ვრცელდება დაღუპული, ლუკა ლაცაბიძის სულისშემძვრელი ვიდეო
⇒ „340 ლარი ბავშვებს“ - ნახეთ ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ამ თვიდან გაზრდილ შემოსავალს მიიღებს