1734018035
ამბავი, რომელმაც თბილისი შეძრა… ისინი ცნობილი ოჯახებიდან იყვნენ – თბილისის ზღვის ცნობილი ტრაგედია
ჩოგოვაძე, ვახო დუჩიძე და ძმები – გოგიტა და კახა ჩხაიძეები იმ დღეს ბედისწერამ ზღვაზე მიიყვანა.
ცოტა ხნით ადრე მეგობრებმა იალქნიანი იახტა შეიძინეს. მოკლედ, 1985 წლის 27 მაისს ბიჭები საკუთარი იახტით ზღვაში შევიდნენ. მალე იახტა წყალში რაღაცას წამოედო და გაჩერდა. ამბობენ, რომ იახტა წყალში გადებულმა თევზსაჭერმა ბოძმა შეაკავა, რომელშიც დიდი ძაბვა გადიოდა. იმის გასარკვევად, თუ რა აფერხებდა იახტას, ბიჭები წყალში ჩახტნენ.
ჯერ ერთი ჩხაიძე ჩახტა, მას მეორე მიჰყვა, მერე გოგლიკო ჩოგოვაძეც შეუერთდა ძმებს… სამივეს დენმა დაარტყა. ბიჭები წყალში გარდაიცვალნენ. გიგი ხაბეიშვილიც წყალში მეგობრებთან ერთად გადამხტარა, დენს მისთვისაც დაურტყამს, მაგრამ იგი გადარჩა. ამბობენ, გიგის გულში კაფსულა ჰქონდა ჩადგმული, რომელმაც დენი გაატარა და ამან გადაარჩინაო.
„ასე ლაპარაკობდნენ, თორემ ტყუილია. ბავშვობაში 7 წლის ასაკში, გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. დენმა მეც დამარტყა. გათიშული ერთი თვე ვიწექი. მაგრამ გადავრჩი“, – ასე იხსენებს ამ ტრაგედიას გიგი ხაბეიშვილი. ვახო დუჩიძე წყალში არ გადამხტარა. შესაბამისად, იგი ხუთი მეგობრიდან, გიგის შემდეგ, მეორეა, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა.
სამეგობროს ტრაგედია
ხუთივე 55-ე სკოლელი იყო. დიდი სამეგობრო ჰქონდათ. მათ თაობაში შედიოდნენ ძმები გაჩეჩილაძეები. ბიჭები სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გიგი მოთხილამურე იყო, ძმები ჩხაიძეები კალათბურთელები. იმ დღეს იახტით გასეირნებას არ აპირებდნენ. სხვადასხვა გეგმები ჰქონიათ, გოგლიკო ჩოგოვაძე საფრანგეთში სასწავლებლად უნდა გაფრენილიყო. მაგრამ გეგმა ჩაშლია და ზღვაზე აღმოჩენილან. განაგრძეთ კითხვა...
ასევე დაგაინტერესებთ: "კლინიკური სიკვდილის მერე, დამირეკა და მითხრა: ნუ გეშინია, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ..." - ლანა ღოღობერიძე გია ყანჩელზე