პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1913 წლის იანვრიდან, ოჰაიოში, ბიგლსების წყვილმა, ფოსტის სერვისით, ისარგებლა. მათ განსაკუთრებული და მოსაფრთხილებელი ამანათი გაგზავნეს. ეს კი არც მეტი, რაც ნაკლები, მათი 8 თვის ბიჭუნა იყო, რომელიც ფოსტალიონმა რამდენიმე მილის მოშორებით, ბებიას ჩაუყვანა.
ფოსტის ეს მომსახურება ბიგლსებს 15 ცენტი დაუჯდათ, ხოლო ძვირფასი ამანათის დაზღვავა – 50 დოლარი. მალე ეს ინფორმაცია გაზეთების საშუალებით მთელი ამერიკისთვის ცნობილი გახდა და ბიგლსებს სხვა მშობლებმაც მიბაძეს, – გვიამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ფოსტის ისტორიკოსი ჯენი ლინჩი.
რადგან კანონში ზუსტად არ იყო გაწერილი რა წარმოადგენდა გასაგზავნი ნივთების ჩამონათვალს, ხალხმა მოსინჯვა დაიწყო, რის გაგზავნას შეძლებდნენ და რისას – ვერა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ იმდროინდელ ამანათებში აღმაჩენდით კვერცხებს, აგურებს, გველებს და კიდევ ათას უცნაურობებს. რეგულაციის არარსებობის გამო, სხვადასხვა ქალაქის ფოსტის ხელმძღვანელები იძულებულები იყვნენ თავად მიეღოთ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ამანათის გაგზავნის თაობაზე. ასე გაგრძელდა, 1913 წლის 14 ივნისამდე.
14 ივნისს ამერიკის წამყვანმა გაზეთებმა, როგორიცაა „ ნიუ-იორკ თაიმსი“, „ლოს-ანჯელეს თაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“ გამოაქვეყნეს გაცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფოსტის ხელმძღვანელები კრძალავდნენ ამანათის საშუალებით ბავშვების გაგზავნას. თუმცა, ბავშვების ამანათით მგზავრობის ისტორია აქ არ დამთავრებულა…
ნაციონალური ფოსტის მუზეუმის მთავარი კურატორი ნენსი პოპი ფოსტასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ცნობილ ამბავს იხსენებს, რომელიც 1914 წლის 19 თებერვალს მოხდა.
ამ დღეს 4 წლის გოგონა შარლოტ-მეი პიერსტროფი მშობლებმა ამანათის სახით, მატარებელში დასვეს და ბებია ბაბუასთან გაგზავნეს, რომლებიც მათი სახლიდან 73 მილის (დაახლოებით 117 კმ) მოშორებით ცხოვრობდნენ. ეს ისტორია იმდენად განხილვადი და ლეგენდით მოსული აღმოჩნდა, რომ მალე საბავშვო წიგნის სიუჟეტად იქცა. წიგნს ერქვა: „მეილინგ მეი“ (დაახლოებით ითარგმნება, როგორც ამანათი მეი). სრულად
ასევე ნახეთ:
ვინ არის და რას წერენ ქალზე, რომელიც ვაზისუბანში ბუნებრივი აირის აფეთქებას ემსხვერპლა