გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
არმინ მაივესმა ბავშვობის დიდი ნაწილი ზღაპრების კითხვაში გაატარა. მას განსაკუთრებით უყვარდა "ჰანსელი და გრეტელი" და მისი მთავარი გმირი - ბოროტი ჯადოქარი, რომელმაც ორი ბავშვი გაიტაცა და მათი ჭამა გადაწყვიტა. მოგვიანებით, მაივესს თავად გაუჩნდა სურვილი, რომ ადამიანის ხორცი გაესინჯა. კაცმა ინტერნეტის საშუალებით იპოვა მსხვერპლი, რომელიც საკუთარი ნებით დათანხმდა კანიბალს, რომ თავისი სასქესო ორგანო ეჭამა.
2001 წლის მარტში მომხდარმა ინციდენტმა გერმანია შოკში ჩააგდო. არმინ მაივესი, იგივე "როდენბურგის კანიბალი" კომპიუტერის ტექნიკოსი გახლდათ. კაცს გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის ხშირად ეხმარებოდა მეზობლებს მათთვის წვეულებებსაც აწყობდა. ერთი შეხედვით კარგი ადამიანის მიღმა კი სინამდვილეში კანიბალი იმალებოდა.
როგორც ცნობილია, მაივესის ოჯახი მამამ მიატოვა და მას მარტოხელა დედა ზრდიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი 39 წლის კაცმა ახლა უკვე გაუქმებულ ფორუმზე, სახელად - "კანიბალების კაფე" რეკლამა განათავსა, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა მამაკაცს ეძებდა, რომელიც დათანხმდებოდა, რომ მისი სხეული არმინს ეჭამა.
რეკლამას 43 წლის ინჟინერი ბერნდ ბრანდესი გამოეხმაურა და მის ავტორს შეხვედრაზე დათანხმდა. კაცმა ამპუტაციის ტკივილების შემსუბუქების მიზნით 20 საშძილე აბი დალია და მაივესის სანახავად წავიდა.
"პირველი ლუკმა, რა თქმა უნდა, ძალიან უცნაური იყო. ეს იყო გრძნობა, რომლის აღწერაც ნამდვილად არ შემიძლია. მე 40 წელზე მეტი გავატარე ამის გაკეთების სურვილში, ვოცნებობდი ამ მომენტზე. იმ მომენტში კი მიჩნდებოდა განცდა, რომ მისი ხორცით სრულყოფილ შინაგან კავშირს ვამყარებდი. ხორცს ღორის გემო აქვს, მაგრამ უფრო ინტენსიურია " - თქვა მაივესმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში.
არმინ ნეივესი 1961 წლის 1 დეკემბერს დაიბადა. მამისგან მიტოვებული 5 წლის არმინი მარტოხელა დედამ, უოლტრაუდ მაივესმა ფერმაში გაზარდა. ბიჭი ადრეული ასაკიდანვე შეპყრობილი იყო დანაშაულებრივი ტენდენციებით - ის ბავშვობიდანვე ფიქრობდა კლასელების ხორცის ჭამაზე. ბავშვმა წარმოსახვითი ძმა გამოიგონა, რომელსაც ფრენკი ერქვა და სწორედ მას უზიარებდა თავის კანიბალურ აზრებს.
დროთა განმავლობაში, მისი სურვილები უფრო და უფრო იზრდებოდა, საბოლოოდ კი დედის გარდაცვალების შემდეგ მან მათი ასრულება გადაწყვიტა.
მაივესმა მთელი წელი სერიული მკვლელების ბიორგაფიის კითხვაში გაატარა. მისი მოთხოვნილება კი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მან ინტერნეტის მეშვეობით არაერთი თანამოაზრე იპოვა.
არმინი "კანიბალების კაფეში" "ანტროფაგის" ან "ფრენკის" სახელით იყო ცნობილი. კაცი კანიბალისტური ფეტიშების მქონე ჰომოსექსუალ მამაკაცებს ეძებდა და რამდენიმე მათგანს შეხვდა კიდეც, თუმცა, საბოლოოდ არცერთი მათგანი დათანხმდა მის წინადადებას. ინტერნეტით გაცნობილ ადამიანებს შორის იყო მამაკაცი, რომელსაც სურდა, რომ მაივესს ის სასიკვდილოდ ეცემა, რაც არმინმა უცნაურად მიიჩნია და ამჯერად თავად თქვა უარი შემოთავაზებაზე.
2001 წლის 6 მარტს მან ფორუმის მეშვეობით ახალი მეგობარი გაიჩინა, რომელიც Cator99-ის სახელით სარგებლობდა. მისი რეალური სახელი კი ბერნდ იურგენ ბრანდესი გახლდათ. როგორც გაირკვა, კაცს სურდა, რომ ვინმეს მისი სასქესო ორგანო ეჭამა და მოეკლა.
"მას შემდეგ, რაც მოკვდები, მე ოსტატურად დაგანაწევრებ. მუხლებისა და ნაგვის გარდა, შენგან არაფერი დარჩება. მუხლებს გავაშრობ და დავფქვავ. იმედი მაქვს, შენ არ იქნები უკანასკნელი ადამიანი, ვისაც ასე მოვექცევი. უკვე დავფიქრდი ქუჩიდან ახალგაზრდის აყვანაზე," - იკითხება მათ მიმოწერაში.
არმინისა და ბრენდის მიმოწერა 9 მარტამდე გრძელდებოდა. ამასობაში, ბრანდესმა ყველა პირადი ნივთი გაყიდა, დაშალა მყარი დისკი და კასელში ჩასასვლელი ბილეთი იყიდა, სადაც მას მაივესი ელოდა.
მამაკაცებმა აფთიაქში შევიდნენ და ტკივილგამაყუჩებლები შეიძინეს, რის შემდეგაც მაივესის სახლისკენ აიღეს გეზი. ადგილზე მისულები სექსით დაკავდნენ, რის შემდეგაც ბერნდმა 20 საძილე აბი, ხველის სიროფი და ერთი ბოთლი შნაფსი დალია. მაივესმა მთლიანი პროცესი ვიდეოკამერით გადაიღო და ოთხსაათიან ჩანაწერში ყველაფერი აღბეჭდა.
იმ დროს გერმანიაში კანიბალიზმი დანაშაულად არ ითვლებოდა, თუმცა, მკვლელობა სისხლის სამართლის დანაშაული გახლდათ. თავდაპირველად, კაცი ლოცულობდა, რომ ბრანდესი გონს მოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით მსხვერპლს ყელში დანა ჩაარტყა და მოკლა. არვინმა გვამი კაუჭზე ჩამოკიდა, ნაჯახით დაანაწევრა და საყინულეში შეალაგა.
"სუფრა ლამაზი სანთლებით გავაფორმე, საუკეთესო სერვისი გამოვიყენე და მისი ზურგიდან ამოღებული სტეიკის ნაჭერი შევწვი და კერძი გავაკეთე, რასაც "პრინცესა" დავარქვი. მომზადების შემდეგ კი ვივახშმე"
არმინმა ბერნდისთვის მიცემული პირობა შეასრულა და მისი სხეულის ნაწილები ბაღში დამარხა. მომდევნო 20 თვის განმავლობაში კი კანიბალმა 19 კილომდე ხორცი შეჭამა.
კაცი მსხვერპლების ინტერნეტით ძებნას იქამდე აგრძელებდა, სანამ ავსტრიელმა სტუდენტმა მაივესის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. მაივესი 2002 წლის 10 დეკემბერს დაიჭირეს. დამნაშავის სახლში შესულმა სამართალდამცველებმა კილოგრამობით ხორცი და მის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ კაცს შიზოიდური პიროვნების აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, ის მაინც გაასამართლეს. პროცესი 2003 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და თითქმის ორ თვეში რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაკავების შემდეგ, კაცი ვეგეტარიანელი გახდა.
2005 წელს გერმანიის სასამართლომ არმინ მეივესი ხელახლა გაასამართლა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, მეივესს ახლახან მიეცა უფლება, რომ რეაბილიტაციის მიზნით გერმანიის ქუჩებში გადაცმულმა ისეირნოს.
ასევე ნახეთ:
"კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს" - იოახიმ კროლის საქმე
გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა