დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს სხვადასხვა მხარეში ფრინველებისაგან ყანების დაცვის მიზნით ყველიერის კვირაში ჩიტიფაფობას აწყობდნენ. რაჭაში ეს ჩვეულება შემდეგნაირად ტარდებოდა: დიასახლისი ამზადებდა პურის ან სიმინდის ფქვილის ფაფას. გარედან ბავშვი ეძახდა:
– დედა, რას აკეთებო?
– ჩიტიფაფასო, – უპასუხებდა დედა.
– ვის და ვის აჭმევო?
– შენ და შავლესაო და ჩიტების გამრეკსაო.
– რას და რას ურთავო?
– ერბო-ხაჭოსაო.
– ჩიტები სად არიანო?
– მაღლა ახოსაო, იქა ჭამენ, იქა სვამენ, იქ მიუტანთ ულუფასაო.
ამის შემდეგ დედა გაატანდა ჯამებით ფაფას ბავშვებს, რომლებიც მას წააცხებდნენ ხეებსა და ღობეებზე, თან ამბობდნენ:
– ეს ბეღურას, ეს შაშვს, ეს თოხიტარას, ეს ჩხიკვსაო…
ფრინველებს ფაფა უნდა ემყოფინებინათ და ნათესებისთვის აღარ ევნოთ. ბავშვები სახლში ბრუნდებოდნენ და თვითონაც შეექცეოდნენ ფაფას.
ჩიტიფაფობის რიტუალს ატარებდნენ აგრეთვე მთიულეთში, ფშავში, ხევსურეთში, ხევში, ქართლსა და კახეთში.
ხევში ამ დღეს ფაფას, კვერებსა და ხინკალს ამზადებდნენ. შეღამებულზე, ცაზე ვარსკვლავების გამოჩენისას, ბავშვებს გარეთ გაიყვანდნენ. ისინი ვარსკვლავებს შეხედავდნენ და იძახდნენ:
– ეს ჩემი ვარსკვლავია, ეს ჩემიო! წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
ვინ იყო როსტომ რაზმაძე – ნაპოლეონის ქართველი პირადი მცველის შთამბეჭდავი ისტორია
ნახეთ, როგორი იყო „საძინებელი კარადები“ შუა საუკუნეების ევროპაში
„ქმარი მეუბნება, შენ რა ქალი ხარ, დანაზოგიც არ გაგიკეთებიაო?!“ - ემიგრანტის მძიმე ამბავი