დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
42 წლის ლალი ბითაძე ამჟამად გერმანიაშია დასაქმებული. მანამდე ჯერ თურქეთში, მერე იტალიაში მუშაობდა… ამბობს, რომ შვილები 13 წლიდან ჰყავს მიტოვებული, რომ ოჯახი ფინანსურად გაეძლიერებინა. ამ ხნის განმავლობაში, რამდენ მოხუცს მოუარა, რამდენი სახლი დაალაგა, რამდენი გულის ტკენა და იმედგაცრუება იგრძნო – ვინ მოსთვლის… Epilogi.ge – ის თავის სევდიან ისტორიას უყვება.
ლალი: ბოლო პერიოდიან დავიწყებ ჩემი საზღვარგარეთ მუშაობის 18 წლიან ისტორიას.. თურქებთან ვიმუშავე გერმანიაში. 58 ქალბატონს ვუვლიდი, რომელიც სიმსივნით იყო ავად… თავისი სახლი დაკეტილი ჰქონდა და დასაოჯახებელ ბიჭთან ცხოვრობდა. დროდადრო გაუთხოვარი ქალიშვილი სტუმრობდათ. სახლი, რომელშიც ვმუშაობდი, ხუთსართულიანი იყო. მე ავადმყოფის მოვლა მევალებოდა, გადასხმებსაც ვუკეთებდი, კუჭზე ოცნაკერიანი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ჭრილობას ვუმუშავებდი, პლუს საჭმელი, სარეცხი, უთო, დიდი დალაგება, ეზოში ბაღჩის მოვლა, სახლში ძაღლი ჰყავდათ, იმის მოვლა-გასეირნება და ამასგარდა, სტუმარი რომ მოვიდოდა მინიმუმ 6 დასახელების საჭმელი უნდა დამეხვედრებინა. ამაში მიხდიდნენ თვეში 1200 ევროს. მათთან 3 თვე ვიმუშავე.
ერთ დღეს ამ ავადმყოფი ქალბატონის ქალიშვილმა (რომელიც მასთან არ ცხოვრობდა), მითხრა – წამოდი, სახლი დამილაგეო. გავყევი, ვიფიქრე, დამატებით ანაზღაურებას მივიღებ მეთქი. უბინძურესი სახლი ჰქონდა, დავუწკრიალე და 1 თეთრიც არ გადამიხადა. მერე დედამისის დაკეტილი სახლი დამალაგებინა, ისიც უფასოდ. ამის შემდეგ კი, ისევ რომ მითხრა – ჩემი სახლი დაალაგეო. უარი ვუთხარი და გაუკვირდა რატომო?! – იმიტომ, რომ ჩვენ არ მოვრიგებულვართ, რომ ამ სახლის გარდა კიდევ 2 სახლი უნდა დაალაგო-მეთქი…
გულში ჩაიდო და მერე დღეს საყვედური მომცეს. სადგომში, სადაც სახლის მეპატრონეს ძვირიანი მანქანები ეყენა, თურმე საფენი არ მქონდა კარგად გადარეცხილი და ძაღლს, დაძინების წინ, საყელურს არ ვხსნიდი, რაც ცხოველს სრულფასოვან ძილში ხელს უშლიდა.
31 აგვისტო იყო, ეს რომ მითხრეს. მაშინველ ვუთხარი, პირველო სექტემბრიდან თქვენთან მუშაობის გაგრძელებას აღარ ვაპირებ მეთქი. გაუკვირდათ, ამას არ ელოდნენ….
3 სექტემბერს უკვე იტალიაში ვმუშაობდი. 120-კგ-იანი მოხუცი ქალი ლოგინად ჩავარდნილი იყო, ბაბუას კი სკლეროზი ჰქონდა. მუშაობის დაწყება მეჩქარებოდა და არჩევა არ დამიწყია… 1400 ევროზე მოვრიგდით, შაბათ-კვირას თუ იმუშავებ, დამატებით გადაგიხდიო დამპირდნენ. 1 დღე არ დამისვენია, დარწმუნებული ვიყავი რომ 1700 ევროს გადამიხდინენ, მაგრამ თვის ბოლოს 1150 ევრო გადამიხადა. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
„სიკვდილთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვარ“ - რისი მომსწრე გახდა ვარანასში, ქართველი მოგზაური
„ონლაინ გავხდი სიდედრი, ონლაინ გავხდი დედამთილი… ონლაინ ცოლიც ვარ“ - ემიგრანტის ემოციური ინტერვიუ
VIDEO: „შენ ხარ ყველაზე ძლიერი ადამიანი“ - ჯარჯი თორაძე თათია შარანგიას კადრებს აქვეყნებს