„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
გასული კვირის განმავლობაში შესაძლოა, ემოციურ არასტაბილურობას გრძნობდით და საქმეებზე კონცენტრირება გიჭირდათ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირა ბევრად უფრო მშვიდი და ჰარმონიული აღმოჩნდება და ბევრი ადამიანი შინაგანი კონფლიქტების გადაჭრასა და სხვადასხვა საკითხის მოგვარებას მოახერხებს.
უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 2025 წლის 27 ოქტომბერი - 2 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი
მიმდინარე კვირა ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით, თქვენთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება. შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატოთ და თქვათ ის, რისი თქმაც დიდი ხანია, გინდათ, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხეთ. გამარტივებული კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის დავის მოგვარებასა და საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
კურო
მიმდინარე კვირის განმავლობაში იგრძნობთ, რომ ყურადღების ცენტრში ხართ. არ არის გამორიცხული, ამ კვირის განმავლობაში რაიმე ახალი როლი მოგანიჭონ ან წარსულის მიღწევები დაგიფასონ. მთავარია, პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ და სიახლეებზე უარი არ თქვათ. ეს პერიოდი კარგ შანსს გაძლევთ, რომ დაწინაურდეთ და თქვენთვის ხელსაყრელ პოზიციაზე მოხვდეთ.
ტყუპები
ეს კვირა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებიც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, ან კიდევ შესაძლოა, დაიწყეთ, თუმცა განვითარებას ვერ ხედავდით. ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი აღმოჩენები განვითარებაშიც დაგეხმარებათ და ამავდროულად, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვისაც გამოგადგებათ. ის, რასაც ახლა დაიწყებთ, შეისწავლით, გაამრავალფეროვნებთ, მომავალში იმაზე მეტ წარმატებას მოგიტანთ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.
კირჩხიბი
ამ კვირის განმავლობაში ცვლილებების სურვილს განსაკუთრებით იგრძნობთ. თითქოს, უკვე ძალიან ბევრი გაკვეთილი, გამოცდილება დააგროვეთ და დრო მოვიდა, მოძველებულ ურთიერთობებს, კავშირებს, საქმეებს საბოლოოდ გადახედოთ და ახალი ეტაპი დაიწყოთ. ეს პერიოდი მოგცემთ შესაძლებლობას, საკუთარ ღირებულებებს გადახედოთ და რეალური სურვილებისა და მიზნების ამოცნობა დაიწყოთ.
ლომი
მიმდინარე კვირის განმავლობაში მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ახალი საქმეების დაწყებასა და ცხოვრების წესის ცვლილებაზე იფიქროთ. თანდაყოლილი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობითა და აქტიურობით, ამ კვირაში ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობთ, გექნებათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და პოზიტიური ცვლილებებიც მიიღოთ.
ქალწული
ეს ის დროა, როდესაც თქვენი სურვილი, დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებს, ძლიერდება. ყოველგვარი სარგებლის მიღების გარეშე, შეძლებთ, რომ თქვენი ემოციური მხარე გამოავლინოთ და საკუთარი გამოცდილება, რესურსები გააზიაროთ. ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება, რადგანაც დადებითი ენერგია თავადაც მოტივაციას გაგიზრდით და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.ვრცლად