პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1934 წლის ნოემბერში, გრეის ბადის გაუჩინარებიდან ექვსი წელი გადიოდა, როდესაც დედამისმა, გრეის ფლაგან ბადმა ანონიმური წერილი მიიღო. ალბერტ ფიში დეტალურად უყვებოდა ქალს, თუ როგორ მოკლა და შეჭამა მისი ქალიშვილი. ქალმა პოლიციას მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დამნაშავის ცხოვრებაც ისეთი შემზარავი იყო, როგორც გრეის ბადის მკვლელობის მძიმე დეტალები.
ალბერტ ფიში 1870 წელს, ვაშინგტონში დაიბადა. ოჯახის წევრების მსგავსად, მასაც ბავშვობიდანვე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. დედამისს ჰალუცინაციები აწუხებდა, მისი ძმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, ხოლო ბიძამისს მანია აწუხებდა.
ალბერტი ხუთი წლის იყო, როდესაც მამამისი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედას შვილების მოვლა აღარ შეეძლო, რის გამოც ისინი რამდენიმე წლით ობოლ ბავშვთა სახლს მიაბარა. ბავშვთა სახლის ბენეფიციარები მასწავლებლების მხრიდან ხშირად განიცდიდნენ ძალადობას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ალბერტს ძალადობის პროცესი ძალიან სიამოვნებდა.
1882 წელს, ფიშმა ურთიერთობა დაიწყო ბიჭთან, რომელმაც ალბერტს უროლანიისა და კოპროფაგიის პრაქტიკა გააცნო, რაც ადამიანის შარდისა და ფეკალიის ჭამას გულისხმობდა. საბოლოოდ, სადომაზოხისტურმა მიდრეკილებებმა ალბერტი თვითდაზიანებამდე მიიყვანა და მან საზარდულსა და მუცელში ნემსების შერჭობა დაიწყო.
1890 წელს ალბერტ ფიში საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც მან არაერთი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანთა წინააღმდეგ. ის პროსტიტუციაში ჩაერთო და ახალგაზრდა ბიჭებზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. ალბერტს მსხვერპლი სახლში მიჰყავდა, სადაც მათ აუპატიურებდა და აწამებდა.
1898 წელს ალბერტი დაოჯახდა და ექვსი შვილი ეყოლა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ შვილებს ცუდად არასდროს ექცეოდა, ის მაინც აგრძელებდა სხვა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას. მოგვიანებით, ფიშმა ტომას კედენი გაიცნო, რომელთანაც სადომაზოხისტური ურთიერთობა დაამყარა. გაცნობიდან 10 დღის შემდეგ, ალბერტმა კედენი სახლში ჩაკეტა და ის ორი კვირის განმავლობაში აწამა.
1917 წელს ალბერტის ფსიქიკური ჯანმრთელობა საკმაოდ დამძიმდა, რის გამოც კაცი ცოლმა მიატოვა. ფიშმა განქორწინება რთულად გადაიტანა და ნუგეში თვითდაზიანებაში იპოვა. საბოლოოდ, ალბერტმა უმი ხორცის ჭამა დაიწყო და შვილებსაც ხშირად სთავაზობდა საყვარელი კერძის გასინჯვას.
მოგვიანებით, კანიბალიზმით გატაცებული ალბერტი მკვლელობაზეც დაფიქრდა. მან გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებების მეშვეობით დაიწყო მსხვერპლის პოვნა .
ასე გადააწყდა ედვარდ ბადის განცხადებას, რომელიც სამსახურს ეძებდა. ალბერტმა ბადს დასაქმება შესთავაზა და ფრენკ ჰოვარდის სახელით გაეცნო. მოგვიანებით ის დეტალების დასაზუსტებლად ედვარდს სახლში ესტუმრა, სადაც 10 წლის გრეისი ნახა და მისი გეგმებიც შეიცვალა.
ფიშმა გოგონას მისი ძმისშვილის დაბადების დღეზე წასვლა შესთავაზა, ამის შემდეგ, გრეისი აღარავის უნახავს.
ექვსი წლის შემდეგ, გრეისის დედამ შვილის მკვლელისგან შემზარავი წერილი მიიღო და დანაშაულის გამოძიებაში პოლიციაც ჩართო.
საბოლოოდ, ალბერტი დააკავეს. მან ყველა დანაშაული აღიარა. დაპატიმრების შემდეგ, დამნაშავე ამტკიცებდა, რომ მას ასეთი დანაშაულების ჩადენა ღმერთმა უბრძანა. როგორც აღმოჩნდა, გრეისის გარდა, მას კიდევ ორი ბავშვი ჰყავდა მოკლული. მოგვიანებით ფიშმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გაიტაცა და მოკლა ოთხი წლის ბილი გაფნი.
1935 წელს ალბერტ ფიში სიკვდილით დასაჯეს.
ციხეში ყოფნისას, ალბერტმა წერილობით აღუწერა ადვოკატს მისი დანაშაულები. წერილი იმდენად მძიმე წასაკითხი აღმოჩნდა, რომ ადვოკატმა მის გასაჯაროებაზე უარი თქვა.