„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
პოლონეთში, ქალაქ ბიტომში დაკავებულ საქართველოს 48 წლის მოქალაქეს პროკურატურა 15 წლამდე არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ან სხვა ხასიათის ქმედების ჩადენას ედავება. შემთხვევა 15 ივლისს მოხდა.
დაზარალებულად სამი მოზარდ - 12 და 13 წლის, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ადგილზე პოლიცია დაცვის თანამშრომელმა გამოიძახა. დაცვას დაზარალებული გოგოს დედამ შეატყობინა, რომ მისი შვილი წყალში ყოფნის დროს 50 წლამდე კაცმა შეავიწროვა. მსგავსი შინაარსის რამ თქვა აუზზე მყოფმა ორმა ბიჭმაც, რომლებიც წყალში თამაშობდნენ.
შეკრებილები კაცის და მასთან ერთად მყოფი კიდევ სამი პირის იქვე დასჯას ითხოვდნენ, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. პოლონური მედიის ცნობით, პოლიციას ეჭვმიტანილების გამოსაყვანად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.
მედია წერს, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე რამდენიმე წელია მუშაობს და ცხოვრობს პოლონეთში. მასთან ერთად მყოფი სამი პირი დაკითხეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
დაკავებულს ბრალად ედება 15 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური ან სხვა ხასიათის ქმედების ჩადენა. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ:
⇒ 4-დღიანი ძებნის შემდეგ ფოთელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
⇒ ცნობილი ხდება მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების ვერსია
⇒ ლუკა ლაცაბიძის ძებნის ოპერაციისას, თბილისის ზღვაში სხვა ადამიანის ცხედარი იპოვეს