პირად ცხოვრებაში სიახლე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ - ბარბარა სამხარაძე
1767885688
აშშ-ში 40 წლის შემდეგ დაკარგული ქალი იპოვეს - მის გატაცებაში დედას ედება ბრალი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალი 1983 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. მიშელ ნიუტონი მხოლოდ სამი წლის იყო, როდესაც 1983 წლის 2 აპრილს დედასთან ერთად გაუჩინარდა. დებრა ნიუტონმა მაშინ მეუღლეს უთხრა, რომ სხვა შტატში ახალი სამსახურის გამო გადადიოდა. ამის შემდეგ დედა და შვილი უკვალოდ გაქრნენ.
პოლიციის მტკიცებით, დებრამ უკანონოდ წაიყვანა ბავშვი, რამაც მრავალწლიანი ძებნა გამოიწვია. ერთ პერიოდში ის FBI-ის ყველაზე ძებნილ მშობელ გამტაცებელთა სიაშიც კი მოხვდა.
2024 წლის 24 ნოემბერს, 66 წლის დებრა ნიუტონი დააკავეს ფლორიდაში. ცნობილია, რომ წლების განმავლობაში იგი შერონ ნილის სახელით ცხოვრობდა და ხელახლა იყო დაქორწინებული.
დაკავების შემდეგ დადგინდა, რომ მიშელ ნიუტონი ცოცხალი იყო და სხვა იდენტობით გაიზარდა. მან არ იცოდა, რომ ბავშვობაში დაკარგულად ითვლებოდა. ახლა 46 წლის მიშელი მამასთან ერთად ცხოვრობს.
საქმე წარსულში რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა 2025 წელს ხელახლა გაიხსნა, როცა Crime Stoppers-ის ინფორმატორმა დებრა ფლორიდაში ამოიცნო.