"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
პოლიტიკური შეფასებების თემაა ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ - ოპოზიციაში ამბობენ, რომ, ზოგადად, რუსეთთან საუბარი საჭიროა, თუმცა აუცილებელია, დაცული იყოს ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები.
"ის რეალობა, რომელიც არის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, აძლევს იმის საშუალებას, ამ ეტაპზე, მათ, რომ თქვან ეს და ამის ინიციატივა დასვან. რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა საუბარი რუსეთთან? - რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა ვესაუბროთ, თუმცა უნდა ვესაუბროთ ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნებამდე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ინიციატივა ჰქონდათ საფრანგეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს.