"ფრთხილად უნდა იყოს თბილისი და კახეთი..." - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1770321969
ფინანსური დარღვევები, კორუფციული გარიგებები და კავშირები საეჭვო პირებთან - ჰელსინკის კომისიის შესახებ გავრცელებული სკანდალური საგამოძიებო მასალა თბილისში, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასებების საგანია. უმრავლესობაში კიდევ ერთხელ იხსენებენ, რომ ჰელსინკის კომისია და მისი თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს ხელისუფლების გამორჩეული კრიტიკოსია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ჰელსინკის კომისია გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან.
"ჰელსინკის კომისია, რომელსაც ადრე ჰქონდა შესაბამისი მაღალი რეპუტაცია, ახლა, სამწუხაროდ, გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან სარგებლობენ. ამის კლასიკური მაგალითია მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასე ჩახუტებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.