ზოდიაქოს 3 ყველაზე ძლიერი ნიშანი

ასტროლოგია

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს შორის, სამ ყველაზე ძლიერს ასახელებენ:

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს და მზე, რომელიც ზუსტად ვერძის ნიშანშია ეგზალტაციაში, ვერძის ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს ბრძოლისუნარიანობას, ოპტიმიზმს, გამძლეობას, ენთუზიაზმს და სიამაყეს. ვერძის ნიშნით დაბადებულებს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ გამოწვევებთან გამკლავება და გარშემო მყოფებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, რასაც ისინი დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით აკეთებენ.

ლომი - მზე, ლომის მმართველი პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს გასაოცარ ოპტიმიზმს, საკუთარი თავის ჯანსაღ სიყვარულსა და გარშემო მყოფებისთვის დახმარების საოცარ უნარს. ლომი ბუნებით მებრძოლია, თუმცა, მას შეუძლია ასევე თავგამოდებით დაიცვას სხვათა ინტერესებიც. იგი აღმერთებს სუსტების მფარველობას და ყოველთვის მზადაა, გაჭირვებაში ჩავარდნილთ დიდსულოვნად გაუწოდოს დახმარების ხელი. საკუთარი მეფური ხასიათით ეს ადამიანი ყოველთვის იწვევს გარშემო მყოფებში აღტაცებას და უდიდეს პატივისცემას.

მორიელი - პლანეტა მარსი და პლანეტა პლუტონი, ნგრევისა და ტრანსფორმაციის ორი პლანეტა მორიელის ხასიათში ისეთ თვისებებს წარმოშობს, როგორიცაა შინაგანი ტრანსფორმაციის გასაოცარი გამძლეობა. მორიელი უდიდესი ნებისყოფით გამორჩეული ნიშანია, რის ხარჯზეც ეს ხალხი ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ახერხებს თავის დაძვრენას და გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებას. გარდა ამისა, მორიელს აქვს საოცარი მოთმინებაც, რის გამოც მას შეუძლია წლების მანძილზე ელოდოს მომენტს და მოიპოვოს გამარჯვება. გაგრძელება