ვის გაუმართლებს ამ კვირაში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად - ცაგარელის გაფრთხილება

ასტროლოგია

ასტროლოგიას და ზოდიაქოს ნიშნებს ბევრი ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს და ცხოვრებასაც ნიშნების მიხედვით გეგმავს. 

სამშაბათი

კარგია მოგზაურობა, პარტნიორული ურთიერთობები, მკურნალობის დაწყება. არ ვარგა მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ოთხშაბათი

მოიმატებს შეცდომების ალბათობა. კარგია ავეჯის და აპარატურის შეძენა, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება, პარტნიორული ურთიერთობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრონი ან ოპალი. სიზმარი ცუდს არაფერს გიქადით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი, შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გამახვილდება ინტუიცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ინტიმურ კონტაქტებს, კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ შავი, წითელი, ლურჯი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, ონიქსი, ან იასპი. სიზმარი საიდუმლოს შეინახეთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ინტიმურ კონტაქტებს, სესხის აღებას. კარგია გეგმების დასახვა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი. ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, მარგალიტი, ქრიზოპრაზი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

კარგია საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, გაწყვეტილი კავშირების აღდგენა. მოერიდეთ მოგზაურობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, იაგუნდი, სარდიონი ან ლაზურიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი,.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

მაღალია, მოტყუების, ცდუნებების ალბათობა. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. არ ვარგა მშენებლობა. კარგია მოგზაურობა, პარტნიორული თანამშრომლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ნეფრიტი, აკვამარინი, სერდოლიკი ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის