შემოდგომის ჯადოსნური დრო: თეთრი მთვარე დაგეხმარებათ, რომ ოქტომბერში თქვენი წამოწყებები წარმატებით დასრულდეს

ასტროლოგიური პროგნოზი

 თეთრი მთვარე, სელენა, ნათელი ენერგიის მატარებელია და როგორც ასტროლოგები ამბობენ, მას შეუძლია, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რაღაც ახალი და განსაკუთრებული უნარი აღმოაჩენინოს, რაც წარმატების საწინდარი გახდება. სელენა ტყუპების ნიშანში 14 ივნისს გადავიდა და იქ 2025 წლის 11 იანვრამდე დარჩება. ასტროლოგებმა დაასახელეს 4 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში თეთრი მთვარე განსაკუთრებულ იღბალს მოუტანს:

ტყუპები
თეთრი მთვარე თქვენს ნიშანშია და 25 ოქტომბრამდე მზესთან ტრინს ქმნის. ეს კომბინაცია კი საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და ფინანსურად დაწინაურებაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თეთრი მთვარე ოქტომბერში არაერთ ცვლილებას გიმზადებთ, რაც წინსვლასა და განვითარებაში, თქვენი სურვილების რეალიზებაში დაგეხმარებათ. თუ მარტოხელა ხართ, 2 ოქტომბრის დაბნელებამ შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი, ძალიან საინტერესო ადამიანი შემოიყვანოს. შესაძლოა, თავიდან, ეს ურთიერთობა მსუბუქი, უფრო საქმიანი იყოს, მაგრამ ნელ-ნელა აღმოაჩენთ, რომ მასთან ძალიან ბევრი საერთო გაქვთ და ურთიერთობას განსხვავებულ ეტაპზე გადაიყვანთ. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თეთრი მთვარე, სელენა, ოქტომბერში საკმაოდ წარმატებულ და ბედნიერ დღეებს გიმზადებთ.

მშვილდოსანი
თუკი ახლა რაიმე ტიპის ხელშეკრულებაზე, შეთანხმებებზე მუშაობთ და შედეგს ელოდებით, თეთრი მთვარე დაგეხმარებათ, რომ ოქტომბერში თქვენი წამოწყებები წარმატებით დასრულდეს და სასურველი შედეგი მიიღოთ. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ოქტომბერში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც საბედისწერო შეცდომას თავიდან აგარიდებთ და ძალიან მნიშვნელოვან რჩევას მოგცემთ. ასევე, მან შეიძლება შემოგთავაზოთ ისეთი ბრწყინვალე იდეა, რომელიც შემოსავლის გაზრდაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ. ვრცლად