რას მოიტანს შავი მთვარის ტრანზიტი სასწორში - ასტროლოგის პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა გადაცემა „შენი დილის“ ეთერში, შავი მთვარის ტრანზიტზე ისაუბრა, თუ რას მოუტანს იგი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს.

„იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. 30 ივნისიდან დაიწყება „ტრანზიტი“ იცვლება ასპექტები და კონკრეტულ მოვლენებსაც ველოდებით. შავი მთვარის ტრანზიტი სასწორში ზოდიაქოს ნიშანში იქნება. იწყება ცხრა თვიანი პერიოდი, მომდევნო წლის მარტის ბოლომდე გასტანს ეს პერიოდი. ეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება, ააქტიურებს ცდუნებას, მოიმატებს სურვილი, რომ ვინმე განვსაჯოთ“,- აღნიშნავს ასტროლოგი.

ვერძი - ფრთხილად მიიღეთ გადაწყვეტილებები, იქნება ეს სამსახურებრივი, თუ პირადი. იქნება ერთი შეხედვით მსუყე შემოთავაზებები, ნუ იქნებით ჯიუტი. განიხილეთ ყველა შესაძლებლობა და გააანალიზეთ ვის დაუკავშიროთ საქმიანობის კუთხით თქვენი ბედი. იგივე ეხება პირად ურთიერთობებსაც, იქნება სასიყვარულო სამკუთხედი.

კურო - ამ ცხრა თვის მანძილზე, შეიძლება მიატოვოთ სამსახური და იფიქროთ, რომ არ გცემენ პატივს შესაბამისად, ან ისე როგორც ისურვებდით, მაგრამ ძალიან კარგია თუ არ დაელოდებით იმას, რომ ადამიანები თავად მიხვდებიან თქვენი დისკომფორტის მიზეზს. უნდა ილაპარაკოთ, თუკი არ მოგწონთ სამუშაო გარემო, არ იჩქაროთ სამსახურის შეცვლა, შეიძლება ინანოთ რაღაც დროის შემდეგ. შეიძლება ფანტომური შიშები გაგიჩნდეთ ჯანმრთელობის მიმართ. მიჰყევით ჯანსაღ ცხოვრებას ხელი.

ტყუპები - თუ მშობელი ბრძანდებით დააკვირდით თქვენი შვილების მდგომარეობას, შეიძლება იყოს რაიმე, როგორც მშობელს გამოგეპაროთ. შეიძლება რაიმეს მალავდეს იმის შიშით, რომ თქვენი განსჯის ან შეფასების ეშინია. თუკი თქვენ ღია იქნებით კომუნიკაციაზე, ყველაფერი მოგვარდება. ასევე, დაუძლეველი ფლირტის სურვილი გექნებათ ამ პერიოდში.

კირჩხიბი - შეიძლება პრეტენზიები წამოვიდეს თქვენი ოჯახის წევრებისგან ან ახლობლებისგან, ვისაც ვერ აქცევდით ამ ბოლო პერიოდში ყურადღებას. შეიძლება დადგეს მნიშვნელოვანისაკითხები, რომელიც უკავშირდება ოჯახის წევრებთან ურთიერთობას.

ლომი - მიაქციეთ ყურადღება საბუთებს და კანონებს. შეიძლება უმნიშნვნელო დეტალმა საგრძნობლად ცუდად იმოქმედოს. პრობლემები იქნება უახლოეს ოჯახის წევრებთან. შეიძლება გაჯიუტდეთ და თქვენი ეგო შეილახოს.

ქალწული - თქვენთვის ეს ტრანზიტი ფასეულობათა სისტემაზე აისახება, ვისი გჯერათ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ფასეულობა. შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ სასწორი - შეიძლება უკმაყოფილება გაგიჩნდეთ თქვენი გარეგნობის მიმართ. არ გააკეთოთ მკვეთრი ექსპერიმენტები, რაც ეხება ქირურგიულ ჩარევას.

მორიელი - მოგიწევთ ბევრ სიმართლესთან თვალის გასწორება. შეიძლება ზურგს უკან ლაპარაკი დაიწყონ. თქვენს თავს უნიღბოს, თვალი უნდა გაუსწოროთ და აღიაროთ, რომ სადღაც ბრაზობთ და რაღაც გეშლებათ. მოგიწევთ საკუთარ დემონებს ებრძოლოთ.

მშვილდოსანი - შეიძლება თანამშრომლობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ან პირიქით, სასიყვარულო ურთიერთობები სამსახურებრივში.

თხის რქა - გექნებათ კარიერული გამოწვევები. იქნება უკმაყოფილება, შენიშვნის გამო შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნოთ თავი. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია მეუღლის ნათესავებთან, მონიშნეთ სწორი საზღვრები.

მერწყული - შეიძლება თავი იგრძნოთ შეურაცხყოფილად და ნაკლებად დაფასებულად, რეალურად შეიძლება გაფასებდნენ, მაგრამ თქვენ თავს არ აფასებდეთ, დაიწყეთ თქვენი თავით. იზრდება შანსი რომანების, მოგზაურობისას.

თევზები - თქვენს შემთხვევაში აქტიური იქნება ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები, იმაზე, რაც თქვენ არ გეკუთვნით და გყავთ მეწილე