ქალი, რომელიც დედოფლის ჩაცმულობას და ვიზუალს აკონტროლებდა, ვირთხებით სავსე სახლში ცხოვრობს? - სად წავიდა ანჟელა კელი

ანჟელა კელი

ანჟელა კელი ელისაბედ II-ის კოსტიუმების დიზაინერი და ასისტენტი იყო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დედოფალს გვერდით ედგა და მის ერთგულ მეგობრადაც ითვლებოდა.

ანჟელა დედოფალს პირველად 1992 წლის ოქტომბერში გააცნეს, როდესაც ელისაბედი და ფილიპი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ. დედოფალს კელი ძალიან მოეწონა, მის ხედვებსაც იზიარებდა და მომდევნო წელს ბუკინგემის სასახლეში სტილისტების გუნდში გაწევრიანება შესთავაზა. სამი წლის შემდეგ ქალმა უფროსი ასისტენტის თანამდებობა მიიღო, ხოლო 2002 წელს მისი უდიდებულესობი

ანჟელას მამა სატვირთო მანქანის მძღოლი იყო. სრულიად განსხვავებული წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, კელი და ელისაბედ II ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. დედოფალმა თავის ასისტენტს მისი გარდერობის შესახებ წიგნის დაწერის უფლებაც კი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი რაიმე სკანდალურ შინაარს არ ატარებდა და აღწერას ისახავდა მიზნად, როგორც ცნობილია, ჩარლზი მაინც აღშფოთებული იყო იქ დაბეჭდილი ზოგიერთი არაოფიციალური ფოტოს გამო.

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 20-მა თანამშრომელმა სასახლესთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და სამსახურიდან წავიდა. ანჟელას ბედი ყველას აინტერესებდა. კელი ჩარლზს არ მოსწონდა და მის მიმართ დედის თბილ დამოკიდებულებას არ იზიარებდა. არც დედოფალ კამილას სჭირდებოდა ელისაბედის სტილისტის მომსახურება.

ამავდროულად, ადრე ანჟელამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლასა და იქ დარჩენას აპირებს. მისი გეგმები თოქ-შოუების სტილისტთა გუნდში მუშაობას უკავშირდება. თუმცა, კელის სახლი ინგლისშია.

ამ სახლთან დაკავშირებით ცალკე ისტორიები არსებობს. ქალი, რომელიც მისი უდიდებულესობის გარეგნობას თვალს ადევნებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ იდეალურად სცმოდა და გამოჩენილიყო საზოგადოებაში, თავად საოცრად მოუწესრიგებელი იყო.

ერთ-ერთმა სტუმარმა გაიხსენა დღე, როდესაც დედოფლის ასისტენტმა ჩაის დასალევად საკუთარ სახლში მიიწვია.

„ჩაის პაკეტი ცივ წყალში ჩააგდო და მიკროტალღურ ღუმელში შედგა გასაცხელებლად." - იხსენებს ქალი.

ანჟელამ ერთხელ სასახლის თანამშრომლებს დასახმარებლადაც კი მიმართა იმის გამო, რომ მის სახლში ვირთხები გამოჩნდნენ. როდესაც დასახმარებლად მივიდნენ, ნახეს, რომ მღრღნელები პლასტმასის ნაგვის კონტეინერში ბუდობდნენ, რომლებიც ნარჩენებით და ტანსაცმლით იყო სავსე.