„მიიღებთ დამსახურებულ ჯილდოს“ - როგორი იქნება მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

1 მაისი

ასტროლოგები გირჩევენ, ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე ან პროექტი არ წამოიწყოთ და არსებული ინიციატივების გამყარებას შეეცადოთ. შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ და მოტივაციაც დაკარგოთ, მაგრამ შემდეგ დღეებში თავს ისევ აქტიურად იგრძნობთ. დღეს კი ჯობს, მშვიდად იყოთ, თქვენი საყვარელი საქმით დაკავდეთ, მუსიკას მოუსმინოთ, სუფთა ჰაერზე გახვიდეთ და შემდეგი წარმატებებისათვის ინსპირაციის პოვნას შეეცადოთ.

2 მაისი

ამ დღეს საოცარ ინტუიციას იგრძნობთ და შესაძლოა, მოვლენების, ფაქტების შესახებ ისეთი ზუსტი პროგნოზი გააკეთოთ, რომ თავადაც გაგიკვირდეთ. ენდეთ საკუთარ გონებასა და ინტუიციას და ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ. ასე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. თუკი რაიმე იდეა და ინიციატივა მოგივათ, მოინიშნეთ და აუცილებლად დაიწყეთ განხორციელება.

3 მაისი

ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს სწრაფ შედეგებს. შესაძლოა, ამ დღეს ერთგვარი უიმედობის განცდა გქონდეთ და იფიქროთ, რომ რაც წამოიწყეთ, არაფერმა გაამართლა. მაგრამ, გახსოვდეთ, ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. არასოდეს დანებდეთ, გააგრძელეთ იმ საქმის კეთება, რომლისაც მთელი გულით გჯერათ და წარმატება აუცილებლად მოვა...გააგრძელეთ კითხვა.