„მარტის თვე რთული გასავლელია...“ - როგორ უნდა აკონტროლოთ მარტში სურვილები

ჰოროსკოპი

ასტროლოგების თქმით, გაზაფხულის პირველი თვე არ იქნება მარტივი, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა. ნეგატიური ენერგიები აიძულებს ხალხს, ხარჯონ ენერგია, დრო და სახსრები ფუჭ საქმიანობაზე, გაუმართლებელ შფოთვაზე, არაფრის მომცემ გადაადგილებებსა და მოგზაურობებზე. გახშირდება მწვავე გამოთქმები და საქმის გარჩევები.

14 მარტისთვის ჰარმონიული ენერგიების ზონაში შესვლის გამო, დედამიწის ბიოსფერო შედარებით დაწყნარდება. კოსმოსის პოზიტიური ზემოქმედება გაგრძელდება 23 რიცხვამდე.

პლანეტა ვენერას დადებითი ენერგია მნიშვნელოვნად დაამშვიდებს ოპონენტებს და რომანტიკულ განწყობას შემატებს სასიყვარულო ურთიერთობებს. წარმატების მისაღწევად სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ მოლაპარაკება სწორედ ამ პერიოდში დაიგეგმოს, რადგან განწყობა მეტად პოზიტიური და მეგობრული იქნება. გარდა ამისა, ეს მეტად ნაყოფიერი დროა ყველა სახის ჯგუფური წამოწყებებისა და ბიზნესთანამშრომლობისათვის.

23 მარტიდან პლანეტა მარსი თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, ამიტომ ადამიანებს შორის კავშირი მეტად არასტაბილური გახდება. არაა გამორიცხული ურთიერთობების გამწვავება პოლიტიკურ და საერთაშორისო არენაზეც.

25 მარტს კი ადგილი ექნება მთვარის დაბნელებას. ხელშეკრულებების დადებისას ან საბუთების ხელმოწერისას აუცილებლად ზედმიწევნით გადაამოწმეთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის ჩარჩოები. არაა გამორიცხული, ოფიციალური ხელშეკრულებები შეიცვალოს, გაუქმდეს ან დიდი ხნით გადაიდოს. ამ პერიოდში ნებისმიერი შენიშვნა ან კრიტიკა ემოციურად და მწვავედ იქნება აღქმული, რაც ხშირად გახდება კამათის, გულისტკენის, კონფლიქტის საბაბი. წაიკითხეთ სრულად

ასევე წაიკითხეთ:

„ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა, ამიტომ მეუღლეც თვითონ უვლის საკუთარ თავს და ბავშვებიც დამოუკიდებლად იზრდებიან“ - როგორები არიან ქალი ზოდიაქოს ნიშნები

„თუ არ მოუსმენთ ვარსკვლავების ამ რეკომენდაციას, შეიძლება საფრთხე შეუქმნათ თქვენს ავტორიტეტს“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი

„მოულოდნელი ხარჯები დაბალანსდება მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდოებით“ - ვისთვის როგორი იქნება მარტის თვე