VIDEO: უამრავი ნახვა უმოკლეს დროში და პირველი ადგილი ტრენდებში - სტეფანეს ახალი სიმღერა რეკორდს ხსნის

სტეფანე

ორი დღის წინ სტეფანემ ახალი სიმღერა, „ჩემზე არის ეს სიმღერა“ გაავრცელა. პრემიერასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

„სექტემბერში უნდა დამედო, მაგრამ რაც კონცერტის რეკლამაზე პატარა ნაწილი დავდეთ, იმის მერე სულ მწერდნენ სრული ვერსია დადეო.
დღეიდან ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი ახალი სიმღერა 
Update:
იდეა მქონდა და არანჟირება ერთ საათში გავაკეთეთ, გვაჯიმ ბასზე დაუკრა, მე კლავიშზე და იქით ოთახში რეპეტიცობდა ჩვენი ძმა Levan Loudadze და გიტარაც ჩაწერა.
1 საათში გაკეთებული ტრეკია :))“ – წერს მომღერალი.

ახალი ნამუშევარი გამოსვლიდან უმოკლეს დროში ტრენდებში პირველ ადგილზე განთავსდა.

 

„ეს კაცი ერთადერთია, ვინც ქმნის ხარისხიან ჟრუანტელს საქართველოში“, „სტეფანე ერთადერთი ცოცხალი ხარ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში“, „სტეფანე ️ წლების უკან როცა ამობრწყინდა მისი განსხვავებული სტილით … არასოდეს არ ჩამქრალა, სულ ანათებს“

ასევე ნახეთ:

„მირჩევნია ჩემი გეგმების ჩვენება...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

VIDEO: „გენები“ - რა მოხდა სტეფანეს კონცერტზე

ნინი შერმადინი და თათია კობალაძე მიმართვას ავრცელებენ