„გილოცავთ პირველ თოვლს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია...“ - ანზორ ოდიშარია

ანზორ ოდიშარია

გილოცავთ პირველ თოვლს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, როცა პირველი თოვლი წამოვა, მას შეეხებით, შეგეხებათ, იგრძნობთ, ენერგეტიკულად გაიწმინდებითო, - ამის შესახებ ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განაცხადა.

სურვილების ასასრულებლად, ენერგეტიკის გასაწმენდად, გასათავისუფლებლად პირველი თოვლი ჯადოსნურად ითვლება. ჩვენ გაგვიმართლა, ვინც დილით შევხვდით ამ თოვლს.

მკითხველსაც შეუძლია, დღის განმავლობაში ამ ფიფქებს შეეგებოს, ჩაიფიქროს სურვილები და ისურვოს, რომ სამყარომ ყოველგვარი ნეგატიური ენერგიებისგან, გრძნობებისგან და ემოციებისგან გაათავისუფლოს. ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია და შესაბამისად, შეგვიძლია, რომ დღის განწყობის შესაქმნელადაც განსაკუთრებული მოქმედებები შევასრულოთ.“ - განაცხადა ანზორ ოდიშარიამ.