დღეს ღამე ჩინური ახალი წელი დადგება - ჩაიფიქრეთ სურვილები და დასახეთ გეგმები

ჩინური ახალი წელი

მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ემზადება ამ თვის ბოლოს ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. ახალი მთვარის კალენდრის დაწყება ნიშნავს გასული 12 თვის ფურცლის გადაშლას და საინტერესო ახალი წლის კარის გაღებას. 2023 წელს, ზეიმი მთელს მსოფლიოში ისეთივე აქტიური იქნება, როგორც ყოველთვის, სავსე ბევრი უცვლელი ტრადიციით, ჩვეულებითა და ძალიან გემრიელი საკვებით.

ენერგეტიკული კუთხით, ნებისმიერი თვის ახალი მთვარე ძალიან ჰგავს ახალ წელს: შეგიძლიათ გეგმების დასახვა და სურვილების ჩაფიქრება – მათი ახდენის შანსი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სუფთა გონებით უნდა გაკეთდეს, ვინაიდან 2023 წლის იანვარში ახალი მთვარე ჩინურ ახალ წელს ემთხვევა. ამ დღის ენერგია გაორმაგებულია და იმის შანსები, რომ ყველა სურვილი აგიხდებათ, ძალიან დიდია.

წელს ახალი წელი კვირას, 22 იანვარს მოდის. მისი აღნიშვნა წინა საღამოს დაიწყება, ახალი წლის პირველ დღეს (21 იანვარს) და გაგრძელდება 9 თებერვლამდე, ტრადიციულად დაგვირგვინდება ფარნების ფესტივალით.

ახალი მთვარის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ის საკუთარი ცხოვრების წარმართვის საშუალებას გვაძლევს. გასათვალისწინებელია ყველაფერი, რისი გაკეთებაც ახალი მთვარის პერიოდში შეგიძლიათ:


მომდევნო თვის გეგმების შედგენა;

სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხის გადაჭრა

ქველმოქმედება;

მივლინებაში წასვლა და მოგზაურობა;

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;

ჭარბწონიანობის მოგვარება;

და არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი მთვარე იდეალური დროა სურვილების ასასრულებლად.

ახალ მთვარეს უარყოფითი ასპექტებიც გააჩნია:

არ წამოიწყოთ კამათი - ნებისმიერი ჩხუბი შეიძლება სერიოზული კონფლიქტით დასრულდეს;

ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ - არ ისესხოთ და არ გაასესხოთ;

უარი თქვით ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე;

განდევნეთ ცუდი აზრები - მათ შეუძლიათ სერიოზულად გააფუჭონ თქვენი განწყობა და დეპრესიაც კი გამოიწვიო

იყავით უკიდურესად ფრთხილად - შეგიძლიათ მიიღოთ სერიოზული ფიზიკური დაზიანება და ასევე არსებობს ქრონიკული დაავადების გამოვლენის რისკიც.

ახალი მთვარის პერიოდში სუსტი იმუნური სისტემა გექნებათ – ორგანიზმი ახლა იწყებს ენერგიის დაგროვებას. ამიტომ, ამ დღეს ზედმეტი არ იშრომოთ, თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან და უარი თქვათ ცხარე საკვებზე.