დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მთვარის მე-7-8 დღე. სასარგებლოა მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტი. კარგი დღეა მიზნის მისაღწევად, ოღონდ, უარი არ უნდა თქვათ ალტერნატიულ გზებზე. ერთადერთი, რაც მიზნის მისაღწევად არ უნდა გააკეთოთ, "თავებზე სიარულია", შესაძლოა, სამომავლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნათ.
იფიქრეთ ჯანმრთელობაზე - მიიღეთ მეტი მეტ წყალი, ბოსტნეული და ხილი, სამსახურში გამონახეთ დრო შესვენებისთვის.
ვერძი
დღის წესრიგში დგება დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანმრთელობასაც, კარგი დროა, პრობლემების გადასაჭრელად.
კურო
შეეცადეთ სიტუაციებსა და ადამიანებს შეხედოთ, არა ემოციური შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, რათა პრობლემები არ შეუქმნათ საკუთარ თავს.
ტყუპები
შესაძლოა, თქვენში გაიღვიძოს ავანტიურისტმა, დღეს ეს ცუდი სულაც არაა, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ეცადეთ, განვითარდეთ პროფესიული კუთხით, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.
კირჩხიბი
თუ მშიშარა, ან პესიმისტი არ ხართ და შეეცდებით სამართლიანად დააბალანსოთ ურთიერთობები, შედეგი აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება.
ლომი
დღეს თქვენი რომელიმე სურვილი აუცილებლად ახდება, თქვენი ქმედებები განაპირობებს, როგორ განვითარდება პირადი თუ პროფესიული ურთიერთობები. მოიშორეთ აგრესია და ყველაფერი გამოგივათ.
ქალწული
მოსალოდნელია მცირედი გაუგებრობები ოჯახში ან საქმიან სფეროში, რთული იქნება მტყუან-მართლის გარჩევა, მაგრამ პრობლემას ნუ გაექცევით, სჯობს, ის დროულად გადაჭრათ.
სასწორი
სასურველია, გათავისუფლდეთ ძველი და უსარგებლო საგნებისგან და არამარტო, იქნება ეს სამსახურებრივი თუ პირადი ცხოვრების თემა.
მორიელი
გააცნობიერეთ მიმდინარე მოვლენების არსი და სწორად მოახდინეთ ძალების კონცენტრაცია, ეს საშუალებას მოგცემთ დიდი ზეგავლენა მოახდინოთ სხვებზე და შეიძინოთ ერთგული თანამოაზრეები.
მშვილდოსანი
გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, დღეს მოქნილობა და ლავირება დაგჭირდებათ. მიზანდასახულობა და გონიერება დაგემხარებათ იპოვოთ საუკეთესო გზა.
თხის რქა
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი თქვენი სცენარით განვითარება. იქნება სირთულეებიც, მაგრამ, სწორი გათვლების საშუალებით, წარმატებას მიაღწევთ.
მერწყული
მიმდინარე მოვლენები რადიკალურად შეცვლის თქვენს აზროვნებასა და გეგმებს, თუმცა, გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები.
თევზები
შესაძლოა, გაიგოთ სიმართლე თქვენგან დაფარული სიტუაციის შესახებ, შედეგად, მოგიწევთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. ეცადეთ, არ დაკარგოთ ემოციური ბალანსი.