რას უნდა ველოდოთ 7-16 ივნისის შუალედში - ვის აფრთხილებს ასტროლოგი

gigauri

ასტროლოგ რამაზ გიგაურის ინფორმაციით, 7-16 ივნისის შუალედში ვენერა ურანს შეუერთდება ეს კი სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს გამოიწვევს.

„ეს შეერთება იქნება კუროს ზოდიაქოს მე-12-22 გრადუსებში (პიკი: 12 ივნისი) და სასიყვარულო სფეროში, პირად ცხოვრებაში გარკვეულ განახლებას მოიტანს. თუმცა ამავე სფეროში ასევე მოიმატებს მოვლენების მოულოდნელი შემოტრიალების „საერთოდ, სხვა“ კუთხით განვითარების ალბათობაც.

ეს შეერთება ხშირად მიანიშნებს „ერთი ნახვით“ შეყვარებაზე და ამ კუთხით მოულოდნელ გადაწყვეტილებებზეც. ურანი - ეს არის მოვლენების მოულოდნელი განვითარება. ამიტომ სიტუაცია შესაძლოა რთულად პროგნოზირებადიც გახდეს.

ეს სასიკეთო პერიოდია პირად ცხოვრებაში „რაღაცის“ შეცვლისთვის, პარტნიორისთვის სიურპრიზების მოწყობისთვის, ძველ ურთიერთობაში ახალი და განსხვავებული იმპულსების შეტანისთვის ან საერთოდ, ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის.

ეს შეერთება განსაკუთრებით რეზონანსული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს, ლომის, ქალწულის, მორიელის, თხის რქის და მერწყულის ზოდიაქოს მე-17 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული.“ - აცხადებს რამაზ გიგაური.