ამ ყველაფერს 9 ოქტომბრიდან ელოდეთ - ნახეთ რა ცვლილებებს გვიმზადებს სავსე მთვარე

მთვარე

ასტროლოგიაში მთვარე სიცოცხლის სიმბოლოა და ითვლება, რომ მას ადამიანის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. 

2022 წლის ოქტომბრის სავსე მთვარე ბევრი ადამიანისათვის ხელსაყრელი, ბედნიერი პერიოდი აღმოჩნდება. ასტროლოგები მოგიწოდებენ, რომ ყურადღება საყვარელ აქტივობებზე გადაიტანოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არ აწყენინოთ.

სავსე მთვარე ყოველთვის ასოცირდება მნიშვნელოვანი ციკლის დასრულებასთან, ადრე განხორციელებული ქმედებების შედეგის მიღებასთან. სასიყვარულო სფეროში კი ეს შეიძლება იყოს დიდი ხნის ნანატრი ნიშნობა ან ქორწილი, ან შესაძლოა, - არახელსაყრელი ურთიერთობის საბოლოოდ დასრულება. ის, რაზეც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფიქრობდით და ოცნებობდით, სწორედ ახლა უნდა ახდეს. 2022 წლის ოქტომბრის სავსე მთვარე უფრო მეტად შექმნისა და შერიგების ენერგიით იქნება დამახასიათებელი. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ პლანეტა ვენერა სასწორის ნიშანში იქნება. სასწორი კი არის ნიშანი, რომელიც მტკიცე ქორწინებაზე, საიმედო პარტნიორობაზე და კომპრომისების ძიებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით ამ შემოქმედებით ენერგიას იგრძნობენ 8-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით და 8-დან 10 აპრილამდე დაბადებულები. ამიტომაც, თუ დიდი ხანია, საყვარელ ადამიანთან შეხვედრასა და სიყვარულში გამოტყდომას გეგმავთ, ან კიდევ ქორწინების ცერემონიის ჩატარება გსურთ, ამისთვის სავსე მთვარე საუკეთესო პერიოდია. მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრა, აირჩიეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი სანთლები (ეს ასტროლოგიაში სიყვარულის ფერებად ითვლება) და სასიამოვნო დრო გაატარეთ ადამიანთან, რომელიც გიყვართ.

მეორე მიმართულება, რომელზეც სავსე მთვარის დროს გავლენას იგრძნობთ, თქვენი სილამაზის, იმიჯის, გარეგნობის სფეროა. ბევრ თქვენგანს იმიჯის შეცვლა მოუნდება, შესაძლოა ჩაეწეროთ კოსმეტოლოგთან, განაახლოთ გარდერობი, ჩაიტაროთ სხვადასხვა პროცედურა. იცოდეთ, რომ ნებისმიერი სახის პროცედურა ახლა წარმატებული და შედეგიანი იქნება.

ამ პერიოდში მარსსა და სატურნს თქვენზე ძლიერი გავლენა ექნებათ. ეს პლანეტები შრომისუნარიანობაზე, კარიერაზე, პროფესიულ რეალიზაციაზე არიან პასუხისმგებელნი. სავსე მთვარის დროს აქაც პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი. ბევრი თქვენგანი დაწინაურდება, გააფორმებს მომგებიან კონტრაქტს და საინტერესო ადამიანებთან დაიწყებს თანამშრომლობას.