„ახლა დიდი შანსი აქვთ, რომ ბედი გაეხსნათ“ – ნახეთ ვის რა ელის უახლოეს დღეებში

ჰოროსკოპი

მიზანშეწონილია ეს პერიოდი საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენებას, ბაღში მუშაობას ან პასიურ განტვირთვას  დაუთმოთ, თუმცა ვარსკვლავები სახლში უსაქმოდ ყოფნას არ ურჩევენ მარტოხელებს, რადგან მათ ახლა დიდი შანსი აქვთ, რომ ბედი გაეხსნათ, ამიტომ უნდა ეცადონ, უფრო ხშირად გავიდნენ სახლიდან.

ვერძი

ამ კვირაში შეიძლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ელოდოთ თქვენს ცხოვრებაში და მიზეზიც გაქვთ, რომ ცვლილებები გსურდეთ, რადგან ისინი ბევრ სარგებელს მოგიტანენ. არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამუშაოსთან ან რაიმე სერიოზულ საკითხთან. თქვენი ხელმძღვანელები და კოლეგები თქვენს შრომაა დააფასებენ, მაგრამ ეცადეთ ძალიან არ დაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. ღირს შაბათ-კვირის ქალაქგარეთ გატარება.

კურო

მოემზადეთ ამ კვირაში მოულოდნელი სტუმრის ვიზიტისთვის. მასთან შეხვედრა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. დაუვიწყარ მოგონებებთან ერთად ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ოთხშაბათს, თუ არ გინდათ გრძელვადიანი პრობლემები შეგექმნათ, ოჯახში კონფლიქტს ერიდეთ. ბევრი თქვენგანის დიდი სიხარული იქნება  შვილების წარმატება სწავლაში. სამსახურში დაკავება ხელს არ შეგიშლით ცხოვრების სხვა სფეროებში თქვენი ნიჭის გამოვლენაში. ფრთხილად იყავით ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერისას, ჯერ ყურადღებით გაეცანით და ხელი მერე მოაწერეთ.

ტყუპი

შემოქმედებით საქმიანობაში ჩაძირვა ამ კვირაში თქვენი მაშველი რგოლი იქნება – რაც უფრო დიდხანს იმუშავებთ, მით ნაკლები დრო გექნებათ ეჭვების, წუხილისთვის და შფოთვისთვის. სირთულეები და დაბრკოლებები, რომლებიც გაღიზიანებთ, უკან დაიხევს და თქვენი სანუკვარი მიზნისკენ მიმავალი გზა გარკვეული იქნება. პარასკევი კარგია  რაიმე ახლის დასაწყებად და ძველის დასანგრევად. ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუმართლოს და  მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს პროფესიული შესაძლებლობები. შაბათ-კვირას საუკეთესო დასვენებაა სანაპიროზე ან პარკში წასვლა და მზის ჩასვლის ყურება.

კირჩხიბი

ეს კვირა გამოიყენეთ ახალი ნაცნობობის დასამყარებლად და, ზოგადად, ყველა სახის კონტაქტისთვის, რადგან დიდი ალბათობით, ეს ურთიერთობები ჰარმონიულად განვითარდება. სახლში ატმოსფერო მშვიდი და კომფორტული იქნება, ხოლო პროფესიულ სფეროში – მეგობრული და ოპტიმისტური. ახლა ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელ  გარემოს ქმნის, ამიტომ შეეცადეთ, ეს პერიოდი თქვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად გამოიყენოთ.

ლომი

ამ კვირაში აუცილებლად უნდა გამოავლინოთ თქვენი აქტიურობა და ცხოვრების სიყვარული. შესანიშნავი იუმორის გრძნობის გამო ბევრი თქვენგანი მეგობრებისა და ახლობლების წრეში პოპულარული იქნება. მნიშვნელოვანია სიტუაციის განვითარებას თვალყური ადევნოთ და გონივრული ინიციატივა გამოიჩინოთ. ბიზნესში შეიძლება კონკურენტები გამოგიჩნდნენ.  გულდასმით შეამოწმეთ ის ინფორმაცია, რომელსაც სამშაბათს გაიგებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ  ხშირად არ გახსნათ საფულე, რადგან არსებობს რისკი, რომ სრულიად არასაჭირო ხარჯებს გასწევთ.  შაბათ-კვირას ქალაქგარეთ მოგზაურობა სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება. ნახეთ სრულად