ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

 მთვარის მე-12-13 დღე. ამ დღეს მთავარია, ხშირად ისაუბროთ. არაფერს გააფუჭებინოთ კარგი განწყობა. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ახალ შემოთავაზებებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ დარწმუნებული ხართ ყველა დეტალში.

გახსოვდეთ, ემოციების კონტროლი მთავარია. ახლა ყველაზე მეტად ერიდეთ პრობლემებს.

ვერძი

იმისათვის, რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად გააკონტროლეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეზე, სანამ ბოლომდე არ მიიყვანთ დაწყებულს.

კურო

მიზნის მისაღწევად, საჭიროა არ გათქვათ წინასწარ თქვენი გეგმები. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ტენდენციები, თუმცა, არაკეთილმოსურნე ადამიანებთანაც მოგიწევთ გამკლავება.

ტყუპები

იზრუნეთ სულიერი სამყაროს გაჯანსაღებაზე, იყავით ყურადღებით და ფხიზლად, რათა არ გამოგეპაროთ თქვენი დრო, როცა სამყარო შანსს მოგცემთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს. ემოციების კონტროლი გამარჯვებას მოგიტანთ ყველგან და ყველაფერში. წარმატების აღსანიშნავად გამართეთ საოჯახო მხიარული ვახშამი.

ლომი

მნიშვნელოვანი და კარიერული საკითხების გადასაწყვეტად, სასიკეთო დრო დგება. საქმიან სფეროში არსებული სირთულეების მიუხედავად, საკმარისი ძალები გექნებათ წარმატების მისაღწევად.

ქალწული

შესაძლოა, ახალმა პერსპექტივამ თავბრუ დაგახვიოთ, გამოიჩინეთ გონიერება და თავმდაბლობა.

სასწორი

საქმიან სფეროში, შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ იჩინოს თავი. სჯობს, კარგად გააანალიზოთ თითოეული შემოთავაზება და დეტალურად გაიაზროთ სავარაუდო შედეგი.

მორიელი

წარმატებული დღეა. კარგად წარიმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები. 

მშვილდოსანი

თუ წინდახედულად და სწრაფად იმოქმედებთ, თქვენ გაიმარჯვებთ. შესაძლოა, ახალი მნიშვნელოვანი შემოთავაზებაც მიიღოთ.

თხის რქა

სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და თანმიმდევრული გეგმით მიჰყევით საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგიისგან დაიცლებით, გააკონტროლეთ კვების რაციონი.

მერწყული

შეეცადეთ, მოაწესრიგოთ ურთიერთობები კოლეგებთან და არ აჰყვეთ კამათსა თუ კონფლიქტურ შემოტევებს. იზრუნეთ მშვიდი და პოზიტიური გარემოს შექმნაზე.

თევზები

თუ გარკვეული უთანხმოებები ან პრეტენზიები გაქვთ უფროსობასთან, შეეცადეთ, მოაგვაროთ და გარკვეულობა შეიტანოთ ურთიერთობებში. იმოქმედეთ მშვიდად და თავდაჯერებულად.

მთავარი სიახლეები