1791274912
მძიმე ავარია ქუთაისში - მანქანა გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითს დაეჯახა - ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.
ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.









