5 მარტივი რიტუალი, რომლებიც დაგეხმარებათ, 18 სექტემბრის მთვარის დაბნელების დროს წარმატება მოიზიდოთ

ასტროლოგიური პროგნოზი

18 სექტემბერს თევზების ნიშანში მთვარის დაბნელებაა. აღსანიშნავია, რომ თევზების ნიშანში მთვარის დაბნელება ბოლოს 9 წლის წინ იყო. ამიტომაც, ასტროლოგები ამ მოვლენას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. თევზები ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. ის, ისევე, როგორც მისი მმართველი პლანეტა, ნეპტუნი, ჩვენს ოცნებებს, ფანტაზიებს, სურვილებს მართავს, არაცნობიერზე, სამყაროს აღქმასა და პოზიტიური ამბების აღმოჩენაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მთვარის თევზების ნიშანში დაბნელებას კიდევ უფრო მეტი ენერგია აქვს და თითოეულ ადამიანს სურვილების ასრულების დიდ შანსს აძლევს. იმისათვის, რომ აღნიშნული დღის ენერგია სწორად გამოიყენოთ, ასტროლოგები 5 მარტივი რიტუალის შესრულებას გირჩევენ.

1.აიღეთ რვეული, დღიური ან ნებისმიერი სხვა საშუალება და საკუთარი სურვილებისა და ოცნებების შესახებ დაწერეთ. ჩამოაყალიბეთ, რა გინდათ, რომ გქონდეთ, რას გინდათ, რომ მიაღწიოთ... როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს საკუთარი ოცნებების შესახებ დაწერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაბნელება თევზებში 2024 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს 2 წელი ექნება იმისათვის, რომ თქვენი ოცნებების ასრულებაში ხელი შეგიწყოთ. დაწერეთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიღება გსურთ, არამედ იმაზეც, თუ რისი გაშვება გინდათ ცხოვრებიდან.


2.ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, მიიღეთ აბაზანა, განიტვირთეთ, გახადეთ ეს პროცესი უფრო სასიამოვნო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თუკი ამ დღეს მშვიდად შეხვდებით, კიდევ უფრო მეტ შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას მიიღებთ. წყლის პროცედურები კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მთვარის დაბნელება სწორედ წყლის ნიშანში ხდება... ნახეთ ვრცლად