3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

კარგი დღეა დასვენებისა და განტვირთვისთვის. კარგად გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები, გამოცდილებასა და ლოგიკაზე დაყრდნობით გააკეთეთ დასკვნები და იმოქმედეთ გარემოების შესაბამისად. 

კურო 

დღე შესაძლოა, დახუნძლული იყოს შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით. თქვენს წინ შესაძლოა, ახალი მაცდუნებელი პერსპექტივები გადაიშალოს. ნუ იჩქარებთ, მიადევნეთ თვალი გარემოებებს და მოგვიანებით მიიღეთ გადაწყვეტილება.

ტყუპები 

ენდეთ ინტუიციას, იმოქმედეთ თამამად და მეტად იაქტიურეთ. თუ ხართ პროგრესული და ზრუნავთ საქმიანობაში სიახლეების შეტანაზე, შესაძლოა, სასიკეთო ცვლილებები მოიტანოს ამ დღემ.

კირჩხიბი

დაკავდით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებით და ნუ დახარჯავთ წვრილმანებზე დროს და ძალებს. სასურველია, გააფართოოთ სამეგობრო წრე, გაანებივრეთ ახლობლები საჩუქრებითა და ყურადღებით.

ლომი

რაც უნდა კონფლიქტური სიტუაციები და ბობოქარი მოვლენები ტრიალებდეს გარშემო, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონიერება. სასურველია, ამ პერიოდში ატაროთ ფირუზი, ის დაგეხმარებათ ჰარმონიის, წარმატების მოზიდვაში და სასიკეთო განწყობას შეგიქმნით.

ქალწული

წარმატებას ელოდეთ იმ საქმეებში, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და სხვათა ჩარევას, ან დახმარებას არ საჭიროებს. საჭიროა, მეტი კონკრეტულობა და სიცხადე სიტყვებსა თუ ქმედებაში.

სასწორი

საკმაოდ რთული და დამღლელი დღეა, თქვენ არა მხოლოდ საკუთარი, სხვების პრობლემების მოგვარებითაც იქნებით დაკავებული. თუმცა შრომა გულუხვად დაგიფასდებათ.

მორიელი

აკეთეთ მხოლოდ თქვენთვის საინტერესო საქმე და ერიდეთ ძალდატანებით რაიმეს კეთებას. არის ალბათობა, დადოთ სასიკეთო ხელშეკრულება, რომელიც მალე მოგიტანთ სარგებელს.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და იზრუნეთ ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და დაბალანსებაზე. არის ალბათობა, დაგიბრუნონ ვალი, რომელსაც აღარც კი ელოდით, ან მიიღოთ ადრინდელი შრომის საზღაური.

თხის რქა

უარს ნუ იტყვით სხვათა დახმარებაზე და ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს. მათ მზრუნველობა სჭირდებათ და არა თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება, რჩევები და მოსაზრებების მოსმენა.

მერწყული

გადადეთ ის საქმეები, რომლებიც ამ ეტაპზე აქტუალური და სასწრაფო არაა. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და ახლობელ ადამიანებს, იყავით გულახდილი და ნუ ეცდებით ახლობელი ადამიანების იგნორირებას.

თევზები

ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს და ყველა საკითხს ეჭვქვეშ ნუ დააყენებთ. გაასაიდუმლოვეთ თქვენი რეალური გეგმები და იმოქმედეთ ფრთხილი, გონივრული ნაბიჯებით, მაგრამ თავდაჯერებულად.