28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის 1-29-ე დღე. შთაგონების დღეა. სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ დიდი ხნის წინათ გაჩერებულ საქმეებს განაახლებთ. თუ სადმე რამე ისე არ გამოდის, არ ინერვიულოთ, სიჩქარე ახლა ყველაზე ნაკლებად საჭიროა. მთავარია, ყველა ნაბიჯი გათვალოთ და ისე იმოქმედოთ.

აუცილებელია, დრო გამონახოთ დასვენებისთვის.

ვერძი

კარგი იქნება, თუ დღეს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, სათადარიგო გეგმას შეიმუშავებთ. მიჰყევით არჩეულ გზას და დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ პატარ-პატარა დაბრკოლებებს.

კურო

გადაამოწმეთ საქმიანი ქაღალდები, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები, შესაძლოა, ადრე წამოწყებული პროექტები ახლა ისევ აქტუალური გახდეს .

ტყუპები

ელოდეთ სარგებლიან წინადადებას და კარიერულ ცვლილებებს. ახლა თანამოაზრეების მხარდაჭერა მეტად სასიკეთო და მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი

ძირითადი აქცენტი გადაიტანეთ მთავარზე და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მოსალოდნელია კარგი სიახლეები ფინანსებთან დაკავშირებით.

ლომი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებში, შესაძლოა აღმოჩნდეთ გაუგებარ სიტუაციაში, ამიტომ, მაქსიმალურად გააკონტროლეთ ყველაფერი.

ქალწული

შესაძლოა, მიიღოთ საკმაოდ კარგი შემოთავაზება, მაგრამ ნურავის შეჰპირდებით იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლიათ. იმოქმედეთ გონივრულად.

სასწორი

უახლოესი გეგმები სჯობს, საიდუმლოდ შეინახოთ. თავი შეიკავეთ იმ საკითხებზე კომენტარისგან, რაც თქვენ არ გეხებათ. ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში.

მორიელი

შესანიშნავი პირობები შეგექმნებათ ბიზნესის განვითარებისთვის. თუ სწორად იმოქმედებთ და კარგად გაიაზრებთ ყოველივეს, მატერიალური საკითხებისა და შემოსავლების ზრდა მალე გაგახარებთ.

მშვილდოსანი

მთავარი ძალები მიმართეთ იმ საქმიანობისკენ, რაც კარგად გამოგდით. კოლეგებთან ურთიერთობისას შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა.

თხის რქა

რაც ნაკლებად მოახდენთ თქვენი მიზნებისა და გეგმების აფიშირებას, მით უფრო იოლად მიაღწევთ მიზანს და სწრაფად განახორციელებთ თქვენს გეგმებს.

მერწყული

სჯობს, პირადი პრობლემების მოგვარებით დაკავდეთ და სამომავლოდ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ერიდეთ საეჭვო პროექტებსა და შემოთავაზებებს.

თევზები

სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, მოუსმინეთ კოლეგებს და ყველა სიძნელეს წარმატებით გადალახავთ.