28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცდუნებების დღეა, შესაძლოა, შინაურების უმნიშვნელო კრიტიკამ ხასიათი გაგიფუჭოთ და განაწყენდეთ. სჯობს, გულახდილად ესაუბროთ მათ და გაარკვიოთ გაუგებრობების მიზეზები.

კურო

თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საყიდლებისა და ფულის ხარჯვისგან. არსებული პრობლემების შესახებ, სასურველია, რჩევა ჰკითხოთ უფროსი თაობის ადამიანებს.

ტყუპები

ამაოდ არ ჩაივლის თქვენი აქტიურობა და ძალისხმევა და მოიპოვებთ მეტად საჭირო ადამიანების მხარდაჭერას. დღეს სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ მეგობრული ურთიერთობები.

კირჩხიბი

შეხვდით ძველ მეგობრებს, მოიწვიეთ ისინი სტუმრად, თქვენ შეძლებთ, სასიკეთო გავლენა მოახდინოთ მათზე და ყურადღებიანი და გულწრფელი დამოკიდებულებით, უფრო განამტკიცოთ ურთიერთობები ერთმანეთის მიმართ.

ლომი

კარგი დღეა თანამოაზრეებისა და თანაშემწეების მოსაძიებლად, ახლობლებთან ურთიერთობა ჰარმონიული, თბილი და გულითადი ხდება, რაც პოზიტიური ენერგიებით აგავსებთ.

ქალწული

ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების მიმართ, დაკავდით ოჯახური მყუდრო გარემოს შესაქმნელად, შესაძლოა,  მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი.

სასწორი

მოულოდნელი სტუმრიანობა სასიამოვნოდ ჩაივლის, თქვენზე სასიკეთოდ აისახება მათთან ურთიერთობა და ძველი კარგი ამბების გახსენება. ახალი რომანტიკული ურთიერთობები კი წარმატებული და საიმედო იქნება.

მორიელი

მზად იყავით არაკეთილმოსურნეებთან ბრძოლისთვის, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ ცხადად თუ შეფარვით. თქვენს გონიერებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

მშვილდოსანი

წარმატებას მოგიტანთ დროულად გამოვლენილი ინიციატივა და მოულოდნელი ქმედება. კარგი იქნება ნებისმიერი სახით გარემოს შეცვლა - სხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, ან თუნდაც ირგვლივ ატმოსფეროს გამოცვლა.

თხის რქა

შეეცაედთ, შეურიგდეთ განაწყენებულ ახლობლებს, ერიდეთ ნეგატივს და ხასიათის ცვალებადობას. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მერწყული

მართალია, ახალი ნაცნობობა ძალიან პოზიტიური და მხიარული იქნება, მაგრამ, დიდი ალბათობით, სერიოზულ ურთიერთობებს არ მოიტანს, ამიტომ, თავი შეიკავეთ ფულის ხარჯვისა და ფუჭი ოცნებებისგან.

თევზები

თუ ინიციატივას თქვენს ხელში აიღებთ, შესაძლოა, უკეთესობისკენ შეცვალოთ და დაასტაბილუროთ ურთიერთობები. გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წინ წამოსწიეთ თქვენი ლიდერის თვისებები.