25 ივლისი, დღე დროის გარეშე - ასტროლოგის გაფრთხილება

ჰორო red

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საზოგადოებას აფრთხილებს.

დღე დროის გარეშე 25 ივლისი, კოსმიური ახალი წელი -26 ივლისი - ეს დღე აღინიშნება 1992 წლიდან მთელს მსოფლიოში, იწოდება მშვიდობისა და კულტურის დღესასწაულად, მისი ემბლემაა მსოფლიოს დროშა და ეძღვნება საყოველთაო მშვიდობას, სიყვარულს, ხელოვნებასა და სამყაროსეულ მიტევებას.

ყოველწლიურად 25 ან 26 ივლისს დროის სპირალს ჩვენი მიწიერი პლანეტარული სახლი გაჰყავს არსებობის ახალ დონეზე, ამ დიდებულ მომენტში დედამიწა, მზე და გალაქტიკა ახდენენ თავიანთი ენერგიებისა და სიცოცხლის მრავალფეროვანი გამოვლინების სინქრონიზაციას საყოველთაო სამყაროსეულ ევოლუციურ გეგმასთან.

დღე დროის გარეშე გამოისახება ფორმულით : t (e) = art ანუ ენერგია დროში იქცევა ხელოვნებად. 2022 წლის 26 ივლისს იღება ახალი პორტალები, ძველი დროის ენერგოინფორმაციული ნაკადები იცვლება ახლით, ხდება ძველი პერიოდის ენერგიების განულება და იქმნება ენერგოინფორმაციული ვაკუუმი.

ეს არის დღე - სტარტის წერტილი, მომავლის პოტენციური ფორმირებისთვის. ეს დღე ითვლება ახალ ევოლუციურ საფეხურად. იმართება ფესტივალი, ადამიანები იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან რათა წარმოადგინონ თავისი შემოქმედება: მხატვრობა, მუსიკალური ნაწარმოებები და სხვა.

ამავე დღეს სტუმრობენ ენერგეტიკულად ძლიერ ადგილებს (ძალის ადგილებს). ნებისმიერი ადამიანისთვის ეს დღე მნიშვნელოვანია იმით რომ, ხდება ძველი პროგრამების განულება, რადგან ყოველი წლის 24 ივლისს მთავრდება მთვარის 13 თვიანი ციკლი და 26 რიცხვიდან იწყება კოსმიური ახალი წელი. შესაბამისად 25 რიცხვი არის ნულოვანი დღე, რომელსაც მწვანე დღესაც უწოდებენ.

ამ დღეს უნდა მოხდეს ყველაფრის გაანალიზება, სასიკეთო, არასასიკეთო მოვლენებისა თუ სიტუაციების და უნდა გაკეთდეს არჩევანი, თუ რომელი გზით სიარულს ვირჩევთ ცხოვრებაში. ამ რიცხვში ადვილია მოვიცილოთ ყოველივე ნეგატიური ჩვენი ცხოვრებიდან, ეს ეხება: ემოციებს, მატერიალურ მხარეს, მანკიერ თვისებებს, ადამიანებს. სწორედ ამ პერიოდშია მარტივი ამ ყველაფერზე მუშაობა, რადგან არ ხდება სხვადასხვა ენერგიებით ადამიანებზე ზეწოლა ან რაიმე დაბრკოლებების შექმნა.💫რა უნდა გავაკეთოთ 25 ივლისს? - კარგია წმენდები ნებისმიერ დონეზე, უნდა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატიურისაგან, რომელიც აფერხებს თქვენს განვითარებასა და წინსვლას, რათა მომზადებული შეხვდეთ 26 ივლისს, ახალი კოსმიური წლის დაბადებას და სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ გაცნობიერებული ახალი ცხოვრება.- დაისახეთ მიზანი და შეგრძნებებით გაიარეთ მთელი პროცესი, ვიზუალიზაციით კი უნდა განვამტკიცოთ ეს პროცესი. (რამდენიმე დღის განმავლობაში).