1732386875
21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ
21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ასტროლოგები თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც თუ სწორად გამოვიყენებთ, წარმატებისა და იღბლის მოზიდვას შევძლებთ.
უძველესი დროიდან, ადამიანები მზებუდობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და სხვადასხვა რიტუალს ასრულებდნენ, რომ სამყაროსათვის მადლობა გადაეხადათ ყველა სიკეთის გამო და შემდგომ გამართლებასაც დალოდებოდნენ.
წლის განმავლობაში მზებუდობა ორჯერ - ივნისსა და დეკემბერში აღინიშნება. მზებუდობის დროს დედამიწის ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები მზისგან უკიდურესად არათანაბარი მანძილითაა დაშორებული.
იმისათვის, რომ ამ დღეს კეთილდღეობა და იღბალი მოიზიდოთ, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:
1.პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
2.ძველად, მზებუდობის დღეს ადამიანები ფეხსაცმელს იხდიდნენ და დილით, ცვრიან ბალახზე, ფეხშიშველი მიდიოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამ გზით დედამიწას საკუთარ კეთილგანწყობას აგრძნობინებდნენ და საპასუხოდ, სამყაროსგანაც მხარდაჭერას ელოდნენ.
3.ბევრ ქვეყანაში მზებუდობის დღეს ყვავილებისაგან გვირგვინს აკეთებენ და თავზე იდგამენ. ითვლება, რომ ამ გზით თქვენთან განახლებულ ენერგიასა და შემართებას შემოუშვებთ.
4.თუ შესაძლებელია, ამ დღეს დაკავდით მებაღეობით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მოსავალს, იზრუნეთ ყვავილებზე, მცენარეებზე - ადამიანები თვლიდნენ, რომ მსგავსი ფორმით უხვმოსავლიანობის, ხვავისა და ბარაქის მოზიდვა შეეძლოთ.
5.მორთეთ თქვენი სახლი ყვავილებით, მცენარეებით - ასე სივრცეში დადებით ენერგიასა და სიცოცხლის ხალისს შეიტანთ.
6.დაკავდით იოგათი და მედიტაციით და შინაგანი შიშებისა და შფოთვებისაგან გათავისუფლდით. დაუთმეთ თქვენი გული კეთილ ზრახვებსა და სიყვარულს და სამყაროც იმავე ემოციით გიპასუხებთ.