მამაკაცი, რომელსაც დაესიზმრა რომ ჯეკპოტი მოიგო - მეორე დღეს 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა
1752679712
ჩრდილოეთ ოსეთში მიკროავტობუსის 15 მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, რომელიც თხრილში ჩავარდა. - წერს რუსული მედია
ჩრდილოეთ ოსეთში, წვიმის დროს სამარშრუტო ტაქსის 15 მგზავრი გადაარჩინეს. ამის შესახებ რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს. უწყებამ შემთხვევის ადგილიდან ვიდეო გაავრცელა.
„მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ბათაკოსა და ზილღს შორის არსებულ გზატკეცილზე წყალში ჩარჩენილი მიკროავტობუსის მძღოლის, მგზავრების, რომელთაგან ორი ბავშვია, ევაკუაცია მოახდინეს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოში.
მგზავრებმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა შეძლეს, თუმცა წყლის ძლიერი ნაკადის გამო საავტომობილო გზამდე მისვლა შეუძლებელი გახდა. ერთი მგზავრი გარდაიცვალა.