13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - თქვენთვის კომუნიკაციის საჭიროება იზრდება. სანდო ინფორმაციის მოძიება მიმდინარე საქმიანობაში პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში გაიზრდება უსიამოვნების, უთანხმოებისა და მსუბუქი ჩხუბის რისკიც.

კურო - შეგიძლიათ ეს დღე ჩვეული ტემპით დაიწყოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დასასვენებლად დიდი დრო არ გრჩებათ. არ არის გამორიცხული, რომ შუა დღისთვის ახალი მოვლენები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიტყოთ. დღის მეორე ნახევარში კი მოგიწევთ სხვადასხვა დაბრკოლებისა და ფარული ხაფანგების გადალახვა.

ტყუპები - ტყუპებისთვის შესაძლოა დილის საათები არც თუ ისე პროდუქტიული აღმოჩნდეს. ამიტომ, უმჯობესია შუა დღისას ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობასა თუ საქმეში. დღის მეორე ნახევარში კი კომუნიკაციისთვის შესაფერისი პირობები გელოდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყუპები თქვენ თავად შექმნით ასეთ ატმოსფეროს. 13 ივლისს ამ ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან დიდია პრობლემების, შეზღუდვებისა და დაბნეულობის ალბათობა.

კირჩხიბი - შესაძლებელია მოგიწიოთ სასწრაფო მივლინებაში წასვლა. ასევე შესაძლოა დაგჭირდეთ ინფორმაციის ან დახმარების მოძიება. თქვენთვის იზრდება ჩარევის, გაღიზიანებისა და დაბნეულობის ალბათობა. გაითვალისწინეთ, რომ არ არის საუკეთესო დრო სამოგზაუროდ.

ლომი - მოერიდეთ საქმეების ნაადრევად დაწყებას. დღის მეორე ნახევარი მოქმედებისთვის უკეთესი დროა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება გარკვეული საზღვრები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში უნდა გადაკვეთოთ. დღის განმავლობაში შესაძლოა მოჭარბებული ნერვიულობა და ამაოება. ასეთ პირობებთან გამკლავებაში კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ.

ქალწული - 13 ივლისს თქვენ განსაკუთრებულად ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ, რადგან ნებისმიერი საქმის დაწყება სარისკოა. წარმატებაში ხელის შემშლელი შეიძლება როგორც გარეგანი ფაქტორები (უნდობლობა, დივერსია), ასევე პირადი შეცდომები აღმოჩნდეს. დიდია სტრატეგიული შეცდომისა და პრობლემების გამწვავების ალბათობაც.

სასწორი - ამ დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა და ინფორმირებულობა პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. რაც უფრო მეტი კავშირი და ინფორმაცია გექნებათ (მათ შორის კავშირები ან/და ინფორმაცია საზღვარგარეთიდან), მით უფრო გაგიმარტივდებათ სირთულეებთან გამკლავება. სავარაუდოა მოგზაურობაში შექმნილი სირთულეები და არ არის გამორიცხული ტექნიკური ან სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებული პრობლემა.

მორიელი - დღის განმავლობაში გაიზრდება გზაზე სირთულეების, ბიზნესში ჩარევის, კომუნიკაციის გაუგებრობის, ავარიისა და მცირე დაზიანებების ალბათობა. შუადღისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ.

მშვილდოსანი - შეინარჩუნეთ ურთიერთობა თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან, თუმცა მოერიდეთ მათთან ზედმეტ სიახლოვეს. ამ დღეს მოსალოდნელია პრობლემები ურთიერთობაში, გაძლიერებული კონკურენცია ან ფარული მტრობა, რამაც შეიძლება გაართულოს თქვენი საქმიანი ურთიერთობები და საშინაო ცხოვრება.

თხის რქა -  გადადეთ ან გააუქმეთ არასაჭირო საქმეები და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაუდებელ საქმიანობაში. ამ გზაზე იზრდება დაუდევრობის, ქაოსის, შეცდომისა და არაკომპეტენტურობის შეხვედრის რისკი. არ არის რეკომენდებული სარემონტო სამუშაოები და მივლინებები. ამასთან ერთად, ჯობს გადადოთ სამედიცინო პროცედურები.

მერწყული - 13 ივლისს შანსი მოგეცემათ შეინარჩუნოთ წონასწორობა და მიიღოთ სარგებელი თუ იქნებით მეტად კომუნიკაბელური. საჭიროების შემთხვევაში, გირჩევთ მეტი ილაპარაკოთ, რაც დაგეხმარებათ პრობლემების გადაჭრაში (განსაკუთრებით კი ფულთან ან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში).

თევზები - ნებისმიერ სიტუაციაში რეკომენდებულია უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება. ჯობს არ ჩაერთოთ კონკურენციაში და აქტიურ თანამშრომლობაში. არ გამოხატოთ უკმაყოფილება და თავი შეიკავეთ უკმაყოფილების გამოხატვისგან. სავარაუდოა საქმიანობაში მარცხი ან უკუსვლა. იზრდება პროფესიული წარუმატებლობისა და კონფლიქტის რისკი.

ასევე ნახეთ:

,,ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია..." - რის შესახებ გვაფრთხილებს ასტროლოგი

ბათუმში, მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა

ერთი ჩვეულებრივი ვიტამინი შეიძლება გულის შეტევის რისკს ამცირებდეს - ახალი კვლევა