„ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე“ – გულშემატკივარი ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან

გამოცდები

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისშიც მიმდინარეობს, სადაც 3 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ქალაქის მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები 1-ელ, ფიზიკა-მათემატიკის 41-ე და მე-17 საჯარო სკოლების შენობებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში აბარებენ.

EDU.ARIS.GE-ს შვილიშვილის საგულშემატკივროდ მისულმა ბებიამ თავისი მოლოდინები და განწყობები გაუზიარა:

„ბედნიერი ვარ, ჩემი შვილიშვილი დღეს თუ ხვალ სტუდენტი გახდება. მჯერა მისი, იმედებს გაგვიმართლებს. ვუთხარი, არ იჩქაროს, დაუკვირდეს. ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე”, – ამბობს მზია კიკალიშვილი.