ამინდი იცვლება - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი
1742891540
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩნდება მოლოდინი, რომ როგორც სკოლები, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადდება. თუმცა, ირკვევა, რომ წელს ბაღებს, სკოლების მსგავსად, ეს არ შეეხება.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, ბაღებში მხოლოდ აღდგომის პერიოდში, 22-25 აპრილს დაისვენებენ.
რაც შეეხება სკოლებს, არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით
გაგრძელდება. ამის შესახებ mshoblebi.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდიშაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.