1740738167
ქუთაისის მერიის „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა

ქუთაისის მერიის „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ახალგაზრდები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლემა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ გააცილეს.
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებიდან და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე.
„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ ამოცანებია:
ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდების აღმოჩენა; ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების გამოვლენა და განვითარება; სოციალურად აქტიური ახალგაზრდის იმიჯის ფორმირება; პროექტების შემუშავება, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად .
"ქუთაისის მერიის „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ პირველი ნაკადი გავაცილეთ.
"ლიდერთა სკოლა " ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის კარგად გამოცდილი და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც უკვე ასეულობით ახალგაზრდამ გაიარა."- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
„ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ 18-იდან 29 წლამდე ახალგაზრდები ეტაპობრივად - 2 ნაკადად გაემგზავრებიან.