მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს – რა ხდება თბილისის აეროპორტში
1740763682
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა უამინდობის შედეგად არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში არიან ჩართული, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა, კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ სტრასბურგში მის ვიზიტამდე კონგრესის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების დელეგაცია თბილისში იმყოფებოდა.
„ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს დელეგაციასთან თბილისში რამდენიმესაათიანი შეხვედრა და კონსულტაცია გვქონდა. ამ შეხვედრაზე ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
გვეგონა, რომ ამ საკითხში ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. მათი მხრიდან კი ძალიან ტენდენციური და მიკერძოებული განცხადება გაკეთდა, რომელსაც რეკომენდაციების სახე ჰქონდა, თითქოს უნდა გადაიდოს ადგილობრივი არჩევნები ამ ქვეყანაში, თითქოს ოპოზიცია არ არის მზად ამ არჩევნებისთვის და ზოგადად, საარჩევნო კოდექსით გაუარესებულია ის უფლებები, რომლებიც ოპოზიციას ჰქონდა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და განმარტა, რომ კონსულტაციების დროს დელეგაციის წევრებს მარტივად და გასაგებად განემარტათ, რომ გადანაწილების პრინციპი მაჟორიტარულ ოლქებს შორის უნდა იყოს თანაბარი და ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
„ისინი ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დისკურსში არიან დარჩენილნი. კარგად გახსოვთ, საბოლოო ჯამში თუ როგორ გასცდა ეს შეთანხმება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ისიც გემახსოვრებათ, რომ ამბობდნენ 43 %-ს თუ ვერ მიიღებდა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი ძალა, უნდა დანიშნულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რაც აბსოლუტური აბსურდი იყო“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია ცალსახა და მარტივია და ის არასოდეს მიიღებს იმას, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ ჩარჩოებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენი პოზიცია ცალსახა და მარტივია. ჩვენ ვდგავართ ჩვენს სიმართლეზე, მიგვაჩნია, რასაც ვაკეთებთ ის არის სწორი ქვეყნის განვითარებისა და სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. ასე რომ, იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მისაღები იქნება, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ არა იმათ, რომლებიც სცდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ეს იყო ჩვენი მკვეთრი პოზიცია და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.