ლენტეხში „საქართველო-პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის“ სასწავლო ცენტრის გახნსა იგეგმება

ლენტეხი

დაგეგმილია ლენტეხის მუნიციპალიტეტში „საქართველო-პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის“ სასწავლო ცენტრის გახსნა.

დღეს,ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის, ლენტეხის  ოლიმპიური მომზადების ცენტრის სააქტო დარბაზში,პროფესორმა  გიორგი ჩაფიძემ,  ამ თემაზე საინფორმაციო ხასიათის  შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, რესურსს - ცენტრის თანამშრომლები,პედაგოგები,მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„სასწავლო  -ცენტრში“-ში  არაფორმალური პროფესიული განათლების ეგიდით გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან  IX და XII კლასდამთავრებულები,  ასევე, X,XI,XII კლასის მოსწავლეები სკოლისაგან მოუწყვეტლივ.

კოლეჯი დაკომპლექტდება ადგილობრივი და მოწვეული მაღალკვალიფიციური კადრებით.

სწავლების ხანგრძლივობა სამწლიანია და სწავლის გადასახადი 1000 ლარს შეადგენს.

კურსდამთავრებულები მიიღებენ სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სამენოვან, ოქროსბეჭდიან დიპლომს!

მსურველებს შეეძლებათ შეისწავლონ შემდეგი სპეციალობები:

1. კომპიუტერული ტექნოლოგიები

2. ფინანსები და ბუღალტერია

3. მშენებლობის მწარმოებელი

4. დაცვა-პატრულირება 

5. გარემოს დაცვა

6. სოფლის მეურნეობის ბიზნესი და მართვა

7. ბანკის ოპერატორი

8. ექთნის თანაშემწე

9. ფარმაცევტის თანაშემწე

10. კბილის ტექნიკოსი

11. ვეტერინარი

12. ბაგა-ბაღის აღმზრდელი

13. სასტუმროს ადმინისტრატორი

14. რეგიონალური ტურიზმი

ახალი სასწავლო დაწესებულების გახსნისთვის აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროს მინიმუმ 50-მა მსურველმა.

რეგისტრაცია დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: ქ.ლენტეხი სტალინის ქუჩა N 1.ტელ:595 51-46-59:579 12-48-18ასაკი შეუზღუდავია.გახსნის შემთხვევაში კოლეჯი ფუნქციონირებას  3 ოქტომბრიდან დაიწყებს.