ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუექტურა წესრიგდება

ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით (ნაპირსამაგრები, გზის დამცავი საყრდენი კედლები), საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2022-2023 წლებში 20 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურეულ პროექტებს განახორციელებს.  

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს  ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის 97კმ+900 ზე ჩაწყვეტილი, მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 4,288,866 ლარი. სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს. ,,ონიქს როუდი’’. პროექტის დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. 

ასევე, ხორციელდება ქუთაისი-ლენტეხის-ლასდილის (შ-15) საავტომობილო გზის 113კმ-125კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაა 4, 397,950 ლარი. შემსრულებელი- შ.პ.ს ,,ცეკური’’. სამუშაოები დასრულდება ოქტომბრის ბოლოს. 

პარალელურად,მიმდინარეობს ლენტეხი-ლასდილის 107 კმ+200მეტრის სიგრძის გზის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს ,,ნიუ როად’’. პროექტის ღირებულება 5, 100,000 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2023 წელს იგეგმება.  

მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა მოინახულეს.  

,,საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია’’ -აცხადებს გია ონიანი.